ირაკლი ხვედელიძე - ეპიზოდური მეხსიერების სტრუქტურა ჭოლა ლომთათიძის ციხის ნარატივში
ვრცელი
რეზიუმე
სტატიაში განხილულია
მემარცხენე მწერლის, ჭოლა ლომთათიძის, მოგონებები, რომელიც მან საპატიმროში დაწერა.
ჭოლა ლომთათიძე რევოლუციური აქტივობის გამო მეფის რუსეთის ხელისუფლების მიერ იქნა დაპატიმრებული,
მოგონებების წერა მისთვის ტრავმული გამოცდილების კონსოლიდაციის საშუალებას წარმოადგენდა.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა,
ჭოლა ლომთათიძის მოგონებებში მოცემული ტრავმული მეხსიერების ნარატივიზების თავისებურება
დადგენილიყო. საამისოდ კვლევის ამოცანად განისაზღვრა, ნარატოლოგიისა და კოგნიტური მეცნიერებების
სინთეზით ჩამოყალიბებულიყო თეორიული ჩარჩო, რომელიც შესაძლებელს გახდიდა, ტექსტობრივი
მონაცემების მარკირებისა და ანალიზისათვის საჭირო ტაქსონომია შემდგარიყო.
კვლევის თეორიული ჩარჩოს შესადგენად ჟენტის სტრუქტურალისტური კონცეპტი განივრცო event segmentation theory-ის მიხედვით. საამისოდ, პირველ რიგში, აკიმოტოსა (2018, 2019) და ანდერსონის (2015) სტატიების მიხედვით განისაზღვრა ის ტერმინოლოგიური აპარატი,
რომელიც სტრუქტურალისტური ნარატოლოგიის ეკვივალენტურ ცნებებს განმარტავს. დამატებით, ჰაბერმასის მონოგრაფიის საფუძველზე დაზუსტდა რამდენიმე ტერმინი. საბოლოოდ, სამეცნიერო ლიტერატურის სინთეზირების გზით განისაზღვრა, რომ ჟენეტის ამბავი და ეპიზოდური მეხსიერება ეკვივალენტური ცნებებია, ხოლო დისკურსი გახსენების აქტს მიემართება და აჩვენებს ეპიზოდური მეხსიერების ხანგრძლივ მეხსიერებაში კონსოლიდაციის პროცესს. კერძოდ, მთხრობლის კომენტარები აზუსტებს, გახსენებულ ეპიზოდურ მეხსიერებას მთხრობელი ავტობიოგრაფისათვის რა ავტობიოგრაფიული ღირებულება აქვს. გახსენების აქტის (დისკურსის) მაჩვენებელი ტექსტობრივი მონაცემები ასევე შესაძლებლს ხდის, დადგინდეს, განსახოვნებული ეპიზოდური მეხსიერების კონსოლიდაციის პროცესში მეხსიერების რომელი სისტემებია ჩართული: მაგ., სემანტიკური მეხსიერების ელემენტების სიჭარბე გარანტია ხდება იმისა, რომ ტრავმული მოგონებება უცხო ელემენტის (free radikalis) სახით არ დარჩეს მთხრობელი ავტობიოგრაფის ცნობიერებაში, სემანტიკური მეხსიერების მსაშტაბურობა სტრესული კონტექსტის საკუთარი პიროვნული განვითარების “ისტორიაში” ინტეგრაციის გარანტია ხდება.ჩატარებული კვლევის საფუძველზე
გამოვლინდა, რომ ჭოლა ლომთათიძის მოგონებებში ტრავმული ეპიზოდური მეხსიერება ნარატივიზდება
ტრავმული გამოცდილების სტრუქტურირებით, განსახოვნებული ეპიზოდური მეხსიერების სტრუქტურულ
ერთეულებში სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაა მოცემული (ავტობიოგრაფიული არგუმენტი, გახსენების
სიგნალი, აღქმა, ევალუაცია, მოქმედება), ინფორმაციის დახარისხება ავტობიოგრაფიული დისკურსის
ფორმირების საშუალებაა.
კვლევის შედეგები აჩვენებს,
რომ მოთხრობილ ეპიზოდურ მეხსიერებას აქვს შესავალი, დასკვნა და ძირითადი ნაწილი. შესავალში
მთხრობელი ავტობიოგრაფის კომენტარებით დაზუსტებულია განსახოვნებული ეპიზოდური მეხსიერების
ავტობიოგრაფიული ღირებულება. ძირითად ნაწილში წარმოდგენილია ეპიზოდური მეხსიერების
შეძენის აქტი, რომელიც შემდეგ მენტალურ პროცესებს მოიცავს: 1) განმცდელი ავტობიოგრაფის
მიერ გარერეალობის (საანალიზო ტექსტში ციხის კონტექსტის, ციხის თანამშრომლებთან კომუნიკაციის)
აღქმა, 2) აღქმული ინფორმაციის ემოციური ან ფიქრითი ევალუაცია და 3) იდენტიფიცირებული
კონტექსტის შესაბამისი ქმედება. დასკვნაში ნაჩვენებია განმცდელი ავტობიოგრაფის მიერ
კონფლიქტის დაძლევა, ინფორმაციის ეს ტიპი მთხრობლის პროტოკოლითაა დაზუსტებული.
Comments
Post a Comment