კრისტა ებერტი - მწერლის მე vs რევოლუცია: გიპიუსის, ცვეტაევას, ბუნინისა და რემიზოვის ავტობიოგრაფიული მონათხრობი რევოლუციის შესახებ

 თარგმნა ირაკლი ხვედელიძემ



1.            ავტობიოგრაფიული მონათხრობი და რევოლუციული სინამდვილე

განსახილველი ტექსტები, არსებითად, არ წარმოადგენს ავტობიოგრაფიას.[1] უფრო მეტად პოეტები მოგვითხრობენ რევოლუციასთან დაკავშირებული შთაბეჭდილებების შესახებ. აღნიშნულის მიუხედავად, ეს ტექსტები მაინც არაა ისტორიულ მოვლენათა რეპროდუქცია ან ქრონიკა. მათში რეფლექსიის საგანია ზემოქმედების ძალა, რომელიც განასხოვნებულ მოვლენებს აქვს მთხრობლის მეზე. ამ მეს განუყოფელი ნაწილი  ისაა, რომ საკუთარ თავს პოეტებად ან მწერლებად წარმოადგენენ. ამგვარად მე, უპირველეს ყოვლისა, წარმოგვიდგება როგორც მთხრობელი მედიუმი, რომელიც გვიზიარებს საკუთარ ხედვას გარესამყაროში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ცხადია, ამ ტექსტებში წარმოდგენილია სპეციფიკური ისტორიული ნარტივი, რომელიც სუბიექტურობას, განცდილის ავთენტურობას მოჰყვება.[2] დამატებით, მე მთხრობელი საკუთარი თავის თემატიზებას ახდენს, იგი წარმოდგება (ოთხ ტექსტში სხვადასხვა ხარისხით) როგორც მოქმედი და რეფლექტორი ფიგურა, რომელიც ცდილობს მოვლენათა არსში გარკვევას და მათში საკუთარი ადგილის პოვნას.


ავტობიოგრაფიულ ნარატივს ავტორის თვითრეპრეზენტაციის თვალსაზრისით ფიქციურ ტექსტებთან შედარებით სამართლიანად უფრო მაღალი ავთენტურობა ენიჭება. მეორე მხრივ, ლიტერატურისმცოდნეობაში უკვე დიდი ხანია, ავტობიოგრაფია აღარ მიიჩნევა მხოლოდ დოკუმენტურ ტექსტად. ფილიპ ლეჟონი საუბრობს ავტობიოგრაფიულ ფაქტზე, რომელსაც ავტობიოგრაფი მკითხველთან აფორმებს. აღნიშნული ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ ტექსტის მთავარი პერსონაჟი ავტორის სახელს ატარებს. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ავტობიოგრაფიული ტექსტის მთხრობელი იმით განსხვავდება ფიქციური ავტობიოგრაფიული მონათხრობის, რომანის ან ლექსის ლირიკული მესგან, რომ იგი საკუთარი ფიქრებისა და ემოციების საარტიკულაციოდ არ იგონებს მთხრობელ ინსტანციას ან ლირიკულ გმირს, არც ორეული ჰყავს, რომელთანაც დიალოგში შევიდოდა; ამის საპირისპიროდ, მთხრობელი მე ერთდროულად ნარატიული ინსტანციაცაა და პერსონაჟიც. მთხრობელი მეს განსახოვნებით ავტორი ავტოხატს წარმოისახავს. ავტობიოგრაფიული ტექსტი, რომლის ჟანრი მარკირებულია, წრმოდგენას გვიქნის ავტორის იდენტობაზე. ეს ეხება ყველა იმ ჟანრს, რომლებშიც მეთხრობა არა მხოლოდ თხრობის სტრატეგიის ნაწილია, არამედ იგი განსახოვნების მთავარ საგანს წარმოადგენს. სხვაგვარად, ავტობიოგრაფიულ ტექსტში მთავარი განსასახოვნებელი საკითხი მეს კონსტრუირებაა, ამ ჟანრში მთხრობელი და განმცდელი ავტობიოგრაფები ერთი და იგივე პიროვნებებია.

ამგვარი ავტოხატი (სულ მცირე, ასეა მიჩნეული ფროიდიდან, ლაკანიდან და ლიდია გინზბურგიდან მოყოლებული) ენობრივი კონსტრუქტია. ენა არა მხოლოდ ცენტრალური მედიაა ინდივიდუალური გამოცდილების განსასახოვნებლად, არამედ თავად ამ გამოცდილების კონსტრუირების საშუალებაცაა.[3] ავტობიოგრაფიული კვლევების შესწავლის მთავარ საგანს სწორედ თვითრეპრეზენტაციის მოდელების ცვლილება წარმოადგენს: რუსოდან მოყოლებული თვითრეპრეზანტაციის ფორმამ რადიკალური ცვლილებები განიცადა _ მე-18 საუკუნისათვის დამახასიათებელი ჰომოგენური მეს კონსტრუირება მე-20 საუკუნის იდენტობის კრიზისმა ჩაანაცვლა, პოსტმოდერნიზმში კი თავად სუბიექტურობის ცნებამ დაკარგა აზრი, ადამიანი სხვადასხვა დისკურსის ჯამურ კონსტრუქტად იქნა მიჩნეული.[4]

ჯორჯ ვიტემ დაადგინა, რომ მე-18 საუკუნის რუსეთში წერილობითი ავტობიოგრაფიული პრაქტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მწერალთა ცნობიერების ფორმირებაში (არადა, ამ დრომდე ეს ასპექტი არაა სათანადოდ გათვალისწინებული). ავტობიოგრაფიული ტექსტების წერა მწერლებისათვის, ერთი მხრივ, პიროვნული იდენტობის ფორმირების საშუალება იყო, მეორე მხრივ კი საკუთარი ცხოვრების დიდ კულტურულ ტექსტში ჩაწერას ემსახურებოდა.[5] ავტობიოგრაფიული პრაქტიკა იმავდროულად კულტურული კოდებისაგან გათავისუფლების საშუალებაც იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტობიოგრაფიული პრაქტიკის წარმოება მწერლებს ინდივიდუალურობას უნარჩუნებდა, საჯარო სივრცისაგან გასაქცევ თავშესაფარს უქმნიდა, მათი პიროვნული და შემოქმედებითი ინდივიდუალობის შენარჩუნების გარანტიას წარმოადგენდა. ავტობიოგრაფიული პრაქტიკის ამგვარი ამბივალენტური ფუნქცია _ ინტეგრაციისა და ინდივიდუალიზების უზრუნველყოფა - მომდევნო საუკუნეებშიც მწერალთა ავტობიოგრაფიულ პრაქტიკაში ცენტრალური მნიშვნელობისა იყო.

ავტობიოგრაფიულ ტექსტში დოკუმენტური ავთენტურობის საკითხი (ფაქტისა და ფიქციის მიმართების განსაზღვრა) თანაბრად ეხება როგორც მთხრობელ მეს, ისე _ მის მონათხრობს. წარმოდგენილი კვლევის ფარგლებში საგანგებო შესწავლის საგანია ავტობიოგრაფიულ ტექსტებში მწერალთა მიერ ავტოხატის კონსტრუირება, მოთხრობილი ამბების ისტორიული ავთენტურობა და ღირებულება კი არაა გათვალისწინებული.

განსახილველ ტექსტებში ავტობიოგრაფის ცხოვრების ინტიმური მხარე არაა წარმოდგენილი, არც პიროვნების ფორმირების კომპლექსური პროცესია ნაჩვენები, არაა აღწერილი ცვლილებები და კრიზისები. სამაგიეროდ მოთხრობილია იმ ძლიერი შთაბეჭდილებების შესახებ, რომლებიც გარემომცველ სამყაროში ინდივიდუალური მეს ორიენტაციასა და კოლექტიურ ისტორიასთან მის შეჯახებას ახლდა. გარდამტეხ ისტორიულ პერიოდში ინდივიდუალიზება მოქმედი კოლექტიური ღიებულებების მსხვრერვასა და მწერალი ავტობიოგრაფის ცხოვრების პრინციპების რადიკალურ ცვლილებას იწვევდა.

ავტობიოგრაფიული ჩანაწერები სხვადასხვა დროსაა შესრულებული: ზინაიდა გიპიუსს ბიძგი მისცაა 1914 წლის  აგვისტოში პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ, ალექსეი რემიზოვს _ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ, მარინა ცვეტაევამ და ივანე ბუნინმა წერა 1918 წელს დაიწყეს. თითოეული მათგანისათვის ავტობიოგრაფიული პრაქტიკის დაწყება  უკავშირდებოდა პიროვნული თვალსაზრისით გარდამტეხი მოვლენის დადგომას, რომელმაც უწინდელი ინდივიდულაური ყოფა რადიკალურად შეცვალა.

მანდელშტამის შეფასება, რომლის მიხედვითაც, რევოლუციამ მას ბიოგრაფია წაართვა, მთელ პრერევოლუციურ ინტელიგენციას მიესადაგება.[6] რევოლუციის შედეგებთან მიმართებით, ცხადია, საპირისპირო შეფასების გაკეთებაც შეიძლება: რევოლუციამ ბიოგრაფიის გარეშე დარჩენილ ადამიანებს (ლოტმანისეული გაგებით) შეუქმნა ბიოგრაფია, მათს ცხოვრებას ის მნიშვნელობა მიანიჭა, რომელიც რევოლუციის გარეშე არასდროს ექნებოდა. წინამდებარე სტატიაში განსახილველი ავტორები პიროვნული ღირებულების დაკარგვას სულაც არ აღიქვამდნენ კურთხევად და ახალ რეალობაში შესასავლელ შანსად.

მანდელშტამი რევოლუციის გავლენით წერდა: “ვაქებთ თავისუფლებას, რომელიც გუგუნებს.”[7] მსგავსი შინაარსის ჩანაწერი განსახილველ ავტორებთან არ იძებნება. მათთვის  რევოლუცია საფრთხეს უქმნიდა ადამიანობას და რუსეთს, რომელიც კოლექტიური იდენტობის სიმბოლოს წარმოადგენდა. “ახალი ადამიანი” უცხო იყო ისეთი გაგებით, როგორითაც მას კომუნისტური წესრიგი პროპაგანდას უწევდა ან როგორც მას პრერევოლუციური მოდერნიზმის არაერთი წარმომადგენელი, მაგ., ალექსანდერ ბლოკი და ვლადიმერ მაიკოვსკი, წარმოიდგენდა. ასევე პიროვნების (განსაკუთრებით _ მწერლისა და პოეტის) მათეულ გაგებას არ შეესაბამებოდა ის ტიპური ჰეროიზმი, რომელიც ოციან წლებში ავტობიოგრაფიული ნარატივის სახით განვითარდა და ოცდაათიან წლებში სანიმუშო ბიოგრაფიად ფორმირდა - “გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება”.

მათი ემიგრაცია განაპირობა ჰუმანიზმისადმი მათმა ერთგულებამ, რომელიც ლიტერატურული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ყველასთვის საერთო იყო. 1919 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ბლოკი წერდა:”ჰუმანიზმით ჩვენ აღვნიშნავთ იმ ძლევამოსილ მოძრაობას ევროპაში, რომელიც შუა საუკუნეებში იტალიაში დაიწყო და მთელი ევროპა მოიცვა, ამ მოძრაობის მთავარი  სლოგანი იყო ადამიანი - ადამიანის პიროვნული თავისუფლება. ამდენად, ჰუმანიზმის მთავრი მახასიათებელი ინდივიდუალიზმია.”[8]

ნიცშეს გავლენით, ბლოკი ფიქრობდა, რომ ჰუმანიზმი ნაკლოვანი იყო, რადგან საზოგადოების მხოლოდ ზედაპირულ ფენას სწვდებოდა, ხალხის ფართო მასა კი ცივილიზაციის მიღმა რჩებოდა. ამით ის სოციალურ უტოპიას გაემიჯნა. ბლოკი დაუპირისპირდა ცივილიზაციის ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა ჰუმანიზმი, ინდივიდუალიზმი. მისთვის ასევე მიუღებელი იყო კულტურის გააზრება როგორც ბუნებისა და სულის მთლიანობისა. Საბოლოოდ, ამგვარმა დამოკიდებულებამ ბლოკი ანტიჰუმანიზმის აპოლოგიამდე მიიყვანა, რაც მას “ახალი ადამიანის” შექმნისათვის საჭირო მოსამზადებელ ეტაპად მიაჩნდა.

წინამდებარე სტატიაში განხილული ავტორებისათვის ბლოკის რადიკალიზმი, რომელიც ნიცშეს მსოფლხედვას ეფუძნებოდა, უცხო იყო. ისინი ჰუმანიზმის პარადიგმის ერთგულნი რჩებოდნენ. მათი კოლეგა მწერლებიც ფიქრობდნენ, რომ “ცივილიზაციის ნარჩენები” რევოლუციისგან წარიხოცებოდა, თუმცა ამ პროცესში ისინი პიროვნების ახალი როლისა და განახლებული ადამიანის იდენტიფიცირებას ვერ ახერხებდნენ. რევოლუცია ადამიანის სახელით ადამიანს განადგურებით ემუქრებოდა. ამ დამოკიდებულებას ნათლად აყალიბებს ზინაიდა გიპიუსი: “ბოლშევიკური მმართველობის დამყარებით ადამიანი, როგორც ერთეული, გაქრობას იწყებს. ის არა მხოლოდ ჩემი ჰორიზონიტიდან, ჩემი თვალსაწიერიდან დაიკარგა, არამედ ზოგადად მოისპო.”[9] რევოლუციის გამო ბიოგრაფიადაკარგული მწერლები მთელ თავიანთ ძალისხმევასა და ინტერესს განვითარებულ საზოგადოებრივ მოვლენებს უთმობდნენ, ცდილობდნენ, განესაზღვრათ ამ მოვლენების გავლენა მათ ცხოვრებაზე, რომელსაც დიდი გამოცდა ელოდა. ერთი შეხედვით, განსახილველ ავტორთა ნაწერებში საზოგადოებრივი მოვლენების განსახოვნებას იმხელა ადგილი ეთმობა, რომ ავტობიოგრაფის მე მათში ჩაკარგული ჩანს, თუმცა ნაწერების საფუძვლიანი ანალიზი აჩვენებს, რომ საკუთარი მეს (იდენტობის) გადარჩენა წერის მთავარ მოტივაციას წარმოადგენდა.

წინამდებარე სტატიაში განხილული თითოეული ტექსტი ავტორების მიერ გამოსაცემადაა გადამუშავებული. ყველაზე ნაკლებად ზინაიდა გიპიუსის ტექსტია (“პეტერბურგის დღიურები”) რედაქტირებული, რადგან იგი თავიდანვე გამოსაცემად იყო ჩაფიქრებული. მარინა ცვეტაევამ ბერლინში ემიგრირების შემდეგ, 1923 წელს,  თავისი ავტობიოგრაფიული ჩანაწერებისგან შეადგინა კრებული (“მიწიერი ნიშნები”), გამოცემა კი ვერ მოხერხდა, რადგან რუსულმა გამომცემლობებმა ახალმოსული საბჭოთახელისუფლების მიმართ ლოიალურობისა და შიშის გამო თავი შეიკავეს. ცვეტაევამ კრებულის ზოგიერთი ნაწილი მომდევნო წლებში ემიგრაციულ პერიოდიკაში გამოაქვეყნა. კრებული გერმანულ ენაზე წიგნად მარი ლუიზე ბოტის დახმარებით გამოიცა[10]. ბუნინის რევოლუციის დღიურები (“წყეული დღეები”) პარიზში გამოქვეყნდა 1926 წელს, ეს გამოცემა ეფუძნებოდა იმ ჩანაწერებს, რომლებიც მან 1918 და 1919 წლებში მოსკოვსა და ოდესაში გააკეთა. რემიზოვის წიგნი (“აღშფოთებული რუსეთი”) დათარიღებულია 1917-1924 წლებით და ისიც დღიურის ჩანაწერებს ეფუძნება.

მიუხედაცად იმისა, რომ თითოეული გამოცემული ავტობიოგრაფიული ტექსტი დღიურის ჩანაწერებს, კომენტარებს ეფუძნება, მათ არ აქვთ დღიურისთვის დამახასიათებლი ღია სტრუქტურა. ზინაიდა გიპიუსი ამგვარ სტრუქტურას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. “დღიური ცხოვრების შესახებ არასტრუქტურირებული თხრობაა, რომელშიც მთხრობელი დღევანდელ დღეს რომ აღწერს, უკვე ხვალინდელიც იცის. დღიური ეს თავად ცხოვრების მდინარებაა”.[11] აღწერილი მოვლენების განვითარების მიზეზები ტექსტში არაა დაზუსტებული, თუმცა იმპრესიონისტული, სპონტანური შთაბეჭდილებების შესახებ თხრობა არაა ისე დომინანტური, როგორც ამას შესავალში გიპიუსი წარმოაჩენს. არადა, ის თვლის, რომ დღიურს ავტობიოგრაფისაგან სწორედ არაკონცეპტუალური თხრობა განასხვავებს. ზინაიდა გიპიუსის დღიურები არაა გამონაკლისი, დანარჩენი ავტორების ტექსტებიც ძლიერ კონცეპტუალიზებულია. დღიურის ფორმატი, რომელიც ყველაზე მეტად გიპიუსთან და ბუნინთანაა დაცული, მოთხრობილი ამბების ავთენტურობის შთაბეჭდილების შექმნას ემსახურება. გარდა ამისა, მთხრობელი მე სანდო მოწმედ უნდა წარმოაჩინოს.[12]

რევოლუციას, უპირველეს ყოვლისა, ბოლშევიკთა მიერ განხორციელებული თებერვლის გადატრიალების გამო გმობდნენ. მასში ცივლიზაციის დასასრულს ხედავდნენ. თავისთავად რუსეთის რევოლუციის გზით გარდაქმნას არ ეწინააღმდეგებოდნენ. Მონარქიის გაუქმებისა და ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრების შესაძლებლობის გამო თებერვლის რევოლუციას ოვაციით შეხვდნენ. ბლოკისგან განსხვავებით, მათთვის ცივილიზაციის დასასრულს მოასწავებდა არა ბარბაროსული მასების მმართველობის დამყარება, არმედ  _ ძალაუფლების სურვილით შეპყრობილ ფანატიკოსთა მცირე ჯგუფის მოქმედება, რომელიც მასების ქვენა ინსტიქტებით აპელირებდა. ოთხივე ავტობიოგრაფიული ნარატივისათვის საერთოა ის, რომ დოკუმენტურად წარმოაჩენენ იმ უფსკრულს, რომელიც არსებობდა რიტორიკულად  წარმოჩენილ დიდებასა და რევოლუციის რეალურ ბანალურობას/საშინელებას შორის.

რევოლუციის ყოველდღიურობის აქცენტირებით რეალიზებულია ავტობიოგრაფიული თხრობის დუალიზმი _ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს მთხრობელი და განმცდელი ავტობიოგრაფები: განმცდელი ავტობიოგრაფი თანამედროვეთა ბედს იზიარებს, გაჭირვებასა და ფიზიკურად განადგურების მუქარას განიცდის, მთხრობელი მე ავტონომიურობას  და დისტანციას ინარჩუნებს, რევოლუციის ქაოსს ნარატიულ წესრიგად  გარდაქმნის, მხატვრულ ფორმას ანიჭებს მას. გამანადგურებელი მოვლენების შესახებ ავტობიოგრაფიულ თხრობას ლეგიტიმურს ხდის მათი აბსურდულობის წარმოჩენა. მწერალთა ტემპერამენტის შესაბამისად, მოვლენები განსახოვნებულია როგორც აგონიის ქრონიკები (გიფიუსი), როგორც ფარსი (ბუნინი), აბსურდის თეატრი (ცვეტაევა) ან გროტესკი (რემიზოვი).

რევოლუციამ უბიძგა მათ საკუთარ თავზე, როგორც მწერალზე/პოეტზე, წარმოდგენა შეეცვალათ. რევოლუციამ არსებობის ფუნდამენტური პრინციპები დაარღვია, შეცვლილი გარემოებები ისე შეიჭრა მათ მწერლურ საქმიანებაში, რომ დააკარგვინა განსასახოვნებელი “მასალა”. რის შესახებაც უწევდათ წერა, თემატიკას თავად კარნახობდა, თუმცა განსახოვნების ფორმა უნდა მოეფიქრებინათ. მოვლენა, რომელსაც რევოლუცია ერქვა, იმდენად მასშტაბური იყო, რომ მისი ენობრივად გამოთქმა, მხატვრული სახეებით განსახოვნება მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მწერლის შემოქმედებითი ინტერესი, რევოლუციის მოვლენების შესახებ წერა სტრატეგია იყო ავტობიოგრაფისათვის, რათა ის როგორც ადამიანი ან მწერალი გადარჩენილიყო.

ზემოთქმულს მიესადაგება ის განზოგადებული დასკვნა, რომელიც  რალფ-რაინერ ვუტენოუმ გააკეთა მე-20 საუკუნეში დღიურების წარმოებასთან, მთლიანად ავტობიოგრაფიულ პრაქტიკასთან დაკავშირებით: შემეცნების ფორმატი შეიცვალა, Journal Intime-ს წარმოებამ აზრი დაკარგა, შემეცნების საგანი კი არა ლიტერატურული, არამედ ეგზისტენციური გახდა _ “დღიურების წარმოებას სიცოცხლის ვადა უნდა გაეხანგრძლივებინა.”[13] რევოლუციის აბსურდულობის წარმოჩენით ავტობიოგრაფები ცდილობდნენ, საკუთარი პიროვნებისათვის აერიდებინათ რევოლუციურ მოვლენათა დამანგრეველი გავლენა, რომელიც მათ ღირსებას ლახავდა. ამგვარი ეგზისტენციური საჭიროების წინაშე იმყოფებოდა ოთხივე მწერალი, თუმცა განსხვავებულია მათი წერის სტრატეგიები, რომელთა მობილიზებას საკუთარი იდენტობის გადასარჩენად ახდენენ. სწორედ მწერალთა ავტობიოგრაფიული პრაქტიკის თავისებურებები იქნება სტატიაში განხილული.

 

2.            Ზინაიდა გიპიუსი: “პეტერბურგის დღიურები”

ზინაიდა გიპიუსი მე-20 საუკუნის დასაწყისში ითვლებოდა სიმბოლისტური ლირიკის დეკადანტურ მადონად _ “dekadente Madone”, ასევე წერდა მოთხრობებსა და დრამებს, ანტონ კრაინის ფსევდონიმით მოღვაწეობდა როგორც პუბლიცისტი და კრიტიკოსი. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ კი მას უბიძგა, ეწარმოებინა “საზოგადოებრივი დღიური”, რომელშიც პოლიტიკური მოვლენებისადმი საკუთარ დამოკიდებულებას ასახავდა. დღიურს “თანამედროვე ჩანაწერები” დაარქვა და მას წერდა მანამ, სანამ 1919 წლის დეკემბერში რუსეთიდან გაქცევა არ მოუხდა. დღიურის ბოლო ნაწილი, რომელიც საბჭოთა რუსეთში ყოფნის უკანასკნელ თვეებს ასახავს, მან საზღვარგარეთ წაიღო  და იქ ეს “შავი რვეული” გამოაქვეყნა კრებულში “ანტიქრისტეს სამეფო” (“Carstvo Antichrista”, 1921). აღნიშნული კრებული მან თავის მეუღლე დიმიტრი მერეჟკოვსკის და ამ უკანასკნელის მეგობარ დიმიტრი ფილოსოფოვთან ერთად გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც მათაც თავს რუსეთიდან გაქცევით უშველეს. გიპიუსმა თავისი დღიურის, “თანამედროვე ჩანაწერების”, ხელნაწერი, რომლის წერა 1917 წელს დაიწყო და 1919 წლის შუა რიცხვებამდე გააგრძელა, გადასცა რუსეთის საჯარო ბიბლიოთეკას პეტერბურგში, სადაც ის მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ინახებოდა. დღიურების ნაწილი (1914-დან 1917 წლამდე), რომელიც გიპიუსმა სხვადასხვა ადამიანს გადასცა, ავტორს პარიზში დაუბრუნდა. დღიურების ეს ნაწილი 1929 წელს სერბეთის ხელისუფლების დამხმარებით ბელგრადის გამომცემლობაში დაიბეჭდა, სახელწოდებით “ლურჯი რვეული. პეტერბურგის დღიური”. ამ დროისათვის სერბეთის ხელისუფლება რუს ემიგრანტებს დახმარებას უწევდა. დღიურის კიდევ ერთმა ნაწილმა, რომელიც ლენინგრადის არქივში ინახებოდა, ე.წ. პერესტროიკის შემდეგ მზის შუქი იხილა შემდეგი სახელწოდებით: “შავი რვეულები”.[14]

ცვლილებები, რომლებიც ხელნაწერებმა გამოსაცემად განიცადა, არ იყო არსებითი, ის არ შეეხებოდა ავტორის პოზიციას ომისა და რევოლუციის მიმართ, ცვლილება არ განუცდია არც ავტორის ნარატიულ იდენტობას. [15]“პეტერბურგის დღიური” ჩაფიქრებული იყო პუბლიცისტურ ტექსტად, ამიტომ მასში ინტიმური დაკვირვებები საკუთარ ცხოვრებაზე არაა წარმოდგენილი. ცხოვრების ინტიმურ მხარეზე რეფლექსიისათვის ის სხვა დღიურებს აწარმოებდა. მაგ., დღიური “Condes d’amour.[16] სასიყვარულო ისტორიების დღიური”. საზოგადოებრივ-პოლიტიკური დღიურები შეეხებოდა ინდივიდისა და კოლექტივის ურთიერთმიმართებას, რომელშიც კოლექტივის მიმართ მერეჟკოვსკის პოზიცია იყო გაზიარებული. ზინაიდა გიპიუსის გარემოცვაში პიროვნების ცნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. პიროვნულობის განვითარება და დაცვა მათი ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვანი ეტაპების მთავარი საფიქრალი იყო. აღნიშნული საკითხი განსაზღვრავდა მათ დამოკიდებულებას სიყვარულისადმი, ქორწინებისადმი, პოლიტიკისა და კულტურისადმი. ამ თვალსაზრისით პოლიტიკური ქრონიკა შეიძლება წაკითხულ იქნეს როგორც პიროვნების გადარჩენის ამბავი, რომელსაც პოლიტიკური მოვლენები ან იხსნის (თებერვლის რევოლუცია),  ან, პირიქით, საფრთხეს შეუქმნის (ომი და ოქტომბრის რევოლუცია).

რიგით პოლიტიკურ პუბლიციტად ყოფნა მას არ სურდა. ემიგრაციაში გამოცემული დღიურ “ანტიქრისტეს სამეფოსთვის” დაწერილ წინასიტყვაობაში ის თავისი დღიურების წერის მოტივაციასთან დაკავშირებით აღნიშნავს:

 

მე როგორც მწერალს ისტორიული მოვლენები კი არ მაინტერესებს, რომელთა მომსწრე მე ვიყავი, არამედ - ადამიანები. მე მაინტერესებს თითოეული ადამიანი: მისი პიროვნება, მისი როლი ამ დიდ ტრაგედიაში, მისი ძალა, მისი დაშვებული შეცდომები, მისი გზა, მისი ცხოვრება. ფაქტია, ისტორიას ადამიანები არ ქმნიან, მაგრამ რაღაც წვლილი მაინც ხომ შეაქვთ მასში.[17]

პეტერბურგის დღიურებზე ქრონოლოგიური თვალსაზრისით დაკვირვება აჩვენებს, რომ მთხრობელი ავტობიოგრაფის პოზიცია პერიოდულად იცვლებოდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყება აღნიშნულია დღიურში და ჩანაწერების მიხედვით, ავტორი ცდილობს, დინების საწინააღმდეგოდ იცუროს, ის ამ პოზიციით ომის ეიფორიაში მყოფ რუსეთის ინტელიგენციას ეწინააღმდეგება. დღიურის წარმოებას, ერთი მხრივ, მწერლის პიროვნული ინდივიდუალურობა მასობრივი ისტერიისა და პატრიოტიზმის საყოველთაო გაგებისგან უნდა დაეცვა და, მეორე მხრივ, თანამემამულეთათვის სწორი ორიენტირი უნდა დაესახა:

 

უბედური, უვიცი ბრბოს გვერდით ვიდგე?! ქუჩაში გამოსულმა მათ საშუალება მივცე პატრიოტული გამოსვლების გავლენის ქვეშ მომაქციონ? ისტორიის ნაკადში შენაერთი ვიყო? უფლება არ მქონდეს, თავად დავფიქრდე, გავერკვე, რა ხდება? რა გავიგეთ ცხოვრებაზე მრავალწლიანი ფიქრის შედეგად?[18]

 

დღიურის წერა  გულისხმობდა მასობრივი ისტერიისა და პატრიოტიზმის საყოველთაო გაგებისაგან საკუთარი ინდივიდუალობის დაცვას. მას ასევე მტკიცებითი ფუნქციაც ჰქონდა: ინდივიდუალიზმთან დაბრუნება კი არ მოხდა, არამედ, პირიქით, ინდივიდუალურის უპირატესობას ამტკიცებდნენ მასობრივთან შედარებით; ექსკლუზიურობა, რომელიც “დეკადანტურ მადონას” ჰქონდა მინიჭებული, გადაეცა პოლიტიკურ მემატიანეს, რომლადაც ის გარდაისახა.

თებერვლის რევოლუციამ, რომლის მხურვალე მხარდამჭერად ის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში დარჩა, მას თვითშეგნება შეუცვალა: მიუხედავად იმისა, რომ ის რევოლუციის მიზნად ადამიანის პიროვნული თავისუფლებისა და განვითარების უზრუნველყოფას მიიჩნევდა, საკუთარი ინდივიდუალობა მან დათმო თანამოაზრეთა ერთობლივი ქმედების ეგიდით. საზოგადოებრივი ქმედების იდეა, რომელიც სიმბოლისტური პროგრამის ნაწილი იყო, ახლა უკვე პოლიტიკაში გადაიტანა. დღიურის ჩანწერებში თებერვლის რევოლუციის დაწყებასთან ერთად, რომლის მიზნებსაც იზიარებდა, ინდივიდუალური მე უკანა პლანზე გადადის აწ უკვე ფორმირებულ ან მინიმუმ, წარმოსახვით ჩვენთან  მიმართებით. იგი ცდილობს საკუთარი მე დემოკრატიული ფასეულობების მქონე ინტელიგენციის თანაზიარი გახადოს, სწორედ ამ ინტელიგენციის სახელით საუბრობს ის, მის წარმომადგენლად მიიჩნევს თავს.

ოქტომბრის რევოლუციით დასრულდა “დეკადენტური მადონას” ტრანსფორმაცია პოლიტიკურ კომენტატორად. ბოლშევიკების გამარჯვებით კი დღიურების მთხრობელის ტონი რადიკალურად შეიცვალა. ოქტომბრის რევოლუციას ის აღწერს როგორც კულტურის დასასრულს, რაც იმავდროულად ინდივიდუალიზმის სიკვდილს ნიშნავდა. მთხრობელი მე ძველი ინტელიგენციის უკანასკნელი წარმომადგენლია. ”პეტერბურგის დღიურით” პრერევოლუციურ პერიოდში “დეკადანტურმა მადონამ” საკუთარი ახალი იდენტობა ჩამოაყალიბა: ის გახდა ადამიანის პიროვნულობის დამცველი და მემატიანე, რომელიც რუსეთისა და კულტურის კვდომას აღწერს. იდენტობის ეს შტრიხები საბჭოთა რუსეთიდან გაქცეულს მოტივაციას აძლევდა გამოექვეყნებინა ჩანაწერების კრებული “ანტიქრისტეს სამეფო”, რომლითაც ცივილიზებული ევროპა უნდა გამოეფხიზლებინა რუსეთის გადასარჩენად. მისი ნაწერები ერთ კონკრეტულ მისიას ატარებდა, ჰუმანიზმის განადგურება უბრალოდ დოკუმენტურად კი არ უნდა აღეწერა, არამედ ეს პროცესი უნდა შეეჩერებინა. ამგვარი ამოცანის დასახვით ზინაიდა გიპიუსი საკუთარ თავს ტრადიციული ლიბერალური ინტელიგენციის ნაწილად მიიჩნევდა, რომელთაც რუსეთის “სინდისსა და გონებას” უწოდებდა: ისინი წარმოადგენდნენ  “ერთადერთ ხმას დამუნჯებულ ავტოკრატულ რუსეთში”.[19]

მეორე მსფოფლიო ომის დაწყებისას მან აღიარა, რომ აღნიშნული მისია მიუღწეველი დარჩა. ამ პერიოდის ჩანაწერები რადიკალურად განსხვავდება “პეტერბურგის დღიურისაგან”. საკუთარ ფესვებს მოწყვეტილი, ახალ საზოგადოებაში ვერინტეგრირებული რევოლუციის ყოფილი ქრონისტი მწუხარებით აკეთებს ჩანაწერს იმის შესახებ, რომ საკუთარი ღირებულების განცდა დაკარგა. 1940 წლის 15 აპრილს გაკეთებულ ჩანაწერში ვკითხულობთ:

 

გაკვირვების გარეშე ვაცნობიერებ, რომ ამ დღიურების წარმოებას აზრი არ აქვს. … გაზეთებიდან დეტალები რისთვის უნდა ამოიწეროს?_ იკითხავს კაცი. იმ რეალობის შესახებ რომ ვიმსჯელოთ, რომელთან კავშირიც დაკარგული გვაქვს, უსარგებლო და მოსაწყენია. ჩვენთვის (სამი-ოთხი ემიგრანტისათვის) ნებისმიერი ადამიანი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან (არ უნდა გამოირიცხოს ყოფილი რუსეთიც) იქცა ნაცვალსახელად “ისინი”. Შესაძლებელია, თვალი მივადევნოთ, ეს “ისინი” რას აკეთებენ სინამდვილეში, მაგრამ რომც არ მივადევნოთ, შესაძლებელია ეს სინამდვილე ნაგვის გროვასავით გავხვეტოთ ისე, რომ ვერც ვერავინ შეამჩნევს.[20]

 

3.            ივანე ბუნინი: “დაწყევლილი დღეები”

რევოლუციამდე ივანე ბუნინი ლიტერატურულ მიმდინარეობა რეალიზმს მიეკუთვნებოდა, რომელსაც მძვინვარედ უპირისპირდებოდა გიპიუსის გარშემო შეკრებილ მოდერნისტთა ჯგუფი. ესთეტიკურ ღირებულებათა სხვაობის მიუხედავად, ოქტომბრის რევოლუციამ ეს ორი ავტორი ერთმანეთს დაუხლოვა. მათი თანამშრომლობის საფუძველი მხოლოდ საერთო პოლიტიკური პოზიცია არ იყო,  უპირველეს ყოვლისა, ისინი იზიარებდნენ ერთმანეთის აზრს იმ დრამატულ დროში პოეტის დანიშნულების შესახებ. ორივე მათგანს სურდა, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თავიანთი პირადი შეხედულება მომავალი ისტორიკოსებისათვის შეენახათ, რათა დაწერილიყო რევოლუციის ისტორიის ოფიციალური ვერსიის კონტრვარიანტი.[21] ასე მაგალითად, ბუნინის მე მთხრობელი ჩანაწერების დასაწყისშივე (1918 წლის 10 თებერვალი) ეწინააღმდეგება გავრცელებულ აზრს, რომ რუსული რევოლუციის ობიექტური შეფასება ჯერ კიდევ ადრე იყო. ამგვარი დამკვიდრებული შეხედულება კი იმით საბუთდებოდა, რომ იმ ეტაპისათვის  შეუძლებელი იყო მიუკერძოებელი, არაემოციური შეფასება. გარდა ამისა, მომავალი ისტორიკოსების ინტერესის საგანი სწორედ ჩვენი მიკერძოებული ხედვის შესწავლა უნდა გახდეს. ამ საჯარო აზრის არგაზიარებით ბუნინი და გიპიუსი პიროვნული ხედვის ავთენტურობის წარმოჩენასაც ცდილობდნენ. მათ მთხრობელ ავტობიოგრაფს არ სურს იყოს ერთ-ერთი შემთხვევითი ხმა  მრავალხმოვან გუნდში. იგი ცდილობს მოვლენათა უშუალო განმცდელის პერსპექტივა, მისი ხმა და ენობრივი ქსოვილი შეინარჩუნოს და იმავდროულად ამ აღქმის გასააზრებლად მოახერხოს განსახოვნებული მოვლენებისაგან დისტანცირება.

აღნიშნული თვალსაზრისით ბუნინის დღიურებსა და “პეტერბურგის დღიურს” საერთო მახასიათებლები მოეძებნება. ბუნინისათვის გიპიუსის დღიურები ცნობილი უნდა ყოფილიყო და უდავოდ მასზე გავლენას მოახდენდა. ბუნინმა თავისი დღიურების გამოსაცემად გამოიყენა ის ჩანაწერები, რომლებიც მას 1918 წლის იანვრიდან ივნისამდე მოსკოვსა და ოდესაში ჰქონდა გაკეთებული. გიპიუსის მსგავსად, ისიც რევოლუციას აღწერს როგორც დამანგრეველ ძალას; თავისი ქალი კოლეგისაგან განსხვავებით კი ის კულტურის ეტაპობრივი კვდომის პროცესს კი არ წარმოაჩენს, არამედ რუსეთის ორი მთავარი კონტრასტული მდგომარეობის აღსანიშნავად იყენებს ჯანმრთელობისა და შეშლილობის მეტაფორებს, ისტორიულად ეს მდგომარეობები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ბუნინი ისტორიკოს ვასილი ტატიშჩევის მონათხრობზე დაყრდნობით დღიურებში იხსენებს ბრძოლას ძმებს შორის,  შვილების მამის წინააღმდეგ, მსახურის დაპირისპირებას ბატონთან და ბოლოს, დღიურების მთხრობელი სარკასტულად დაასკვნის: “და რამდენი სულელი ფიქრობს ამ განუხორცილებელ პროგრესზე, რომ რუსეთის ისტორიაში  მიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა.”[22]

ბუნინის დღიურებში დაფიქსირებულია პოლიტიკური პროცესები, დამოწმებულია საგაზეთო ციტატები და უშუალო დიალოგები ჩართულია ტექსტში, თავმოყრილია გავრცელებული ხმები: განმცდელი ავტობიოგრაფი თითქოს დაეხეტება მოსკოვისა და ოდესის ქუჩებში, სტუმრობს გამომცემლობებსა და ლიტერატურულ დაჯგუფებებს და ამ სახით ეცნობა საზოგადოებრივ აზრს. ნანახს, განსაკუთრებით მოსმენილს, დიალოგის სახით განასახოვნებს, რითაც ბუნინის მთხრობლის ფუნქცია გიპიუსისას ემსგავსება: ის როგორც მოწმე მხოლოდ აღწერს მოვლენებს ისე, რომ იდეოლოგიური მიკუთვნება რომელიმე პარტიისადმი არ ჩანდეს, ინტელიგენციის პოლიტიკური და იდეოლოგიური ამბიციისაგან დისტანციური პოზიცია უკავია. გიპიუსისაგან განსხვავებით, ბუნინი თავს ინტელიგენციის წარმომადგენლად არ თვლის, ის ინტელიგენციას სავალალო რევოლუციური მოძრაობის დაწყებაში ადანაშაულებს: მართალია, ინტელიგენცია ხალხის სახელით ლაპარაკობს, მაგრამ ის ცალკეულ “სიმღერას” (“muzik”) არ იცნობს. “თვით ცნობილი მშიერთა დაპურება ჩვენში ლიტერატურულად განხორციელდა”.[23] ბუნინი ჩანაწერებით ინტელიგენციას აკრიტიკებს, მისი აზრით, ინტელიგენცია შორიდან პასიურად აკვირდება რუსეთის თავზე უბედურების მოწევნას, რადგან ის რეალური ცხოვრებისაგან მოწყვეტილად, მხოლოდ აბსტრაქტულად რეაგირებს მიმდინარე პროცესებზე. გერცენი და ჩაცკი იზიარებენ მოთხრობა “სოფლის” პერსონაჟის _ გლეხ ნიკოლაი სერის _ მწუხარებას. ის “ბნელ და ცივ ქოხში ზის და ელოდება, როდის გამოუჩნდება სამსახური … ეს რა რუსული დავადებაა, ეს რა მწუხარებაა, ეს რა მოწყენილობა, ეს რა ნირწახდენილობაა - მუდმივი მოლოდინი, რომ რომელიღაც ბაყაყი ჯადოქართან ერთად გამოჩნდება და ყველაფერს მოგიგვარებს…”[24]

            ბუნინის მე-მთხრობლის ცხადად გამოკეთილ პოზიციაში _ ერთი ყველას წინააღმდეგ _ გიპიუსის დეკადანტური დამოკიდებულება კი არ იკითხება, არამედ წარმოდგენილია ქცევის ის მოდელი, რომელიც პოეტისათვის პუშკინის მიერაა განსაზღვრული ლექსში “პოეტი და მასა”. ბუნინთან მასას წარმოადგენენ რევოლუციური ძალები, ქუჩები; ლირიკული მე კი პოეტს განასახიერებს.  დღიურთა ავტორი არა მხოლოდ ბრბოს ( მათ შორის _ ლიტერატურულს) და მწერალთა ორგანიზაციებს ასამართლებს, არამედ _ ზოგადად ცხოვრების ლიტერატურულ აღქმას:

 

ცხოვრების ლიტერატურულმა აღქმამ უბრალოდ მოგვწამლა. როგორ მოვექეცით მაგალითად იმ დიდებულ და მრავალფეროვან ცხოვრებას, რომელიც წინა საუკუნეებში რუსეთში სუფევდა? ჩვენ ის დავანაწევრეთ ათიან, ოციან, ოცდაათიან, ორმოციან და სამოციან წლებად და თითოეული დეკადა კონკრეტული ლიტერატურლი პერსონაჟის სახით წარმოვადგინეთ: ჩაცკი, ონეგინი, პეჩორინი, ბაზაროვი..[25]

ბუნინის საანალიზო დღიურში (“დაწყევლილ დღეებში”) დომინანტურია მთხრობლის ხმა, განმცდელი ავტობიოგრაფის აქტივობა კი მინიმუმამდეა დაყვანილი, ეს უკანასკნელი შემოიფარგლება მოხეტიალის როლით, რომელიც ქუჩებში განვითარებული მოვლენების მომსწრეა. პირად, საკუთარ ცხოვრებაზე რემინისცენციები არაა წარმოდგენილი, ამ ტიპის ჩანაწერები გვხვდება მხოლოდ ივან ბუნინისა და მისი მეუღლის ვერა მურომცევა-ბუნინის დღიურებში, რომლებიც მილიკა გრინმა გამოსცა. “დაწყევლილ დღეებში” ბუნინის მეუღლე ვერა არ ჩანს, არადა, ბუნინმა მასთან ერთად გამოიარა რევოლუციის ყველა პერიპეტია და დღიურის ჩანაწერებსაც მასთან ერთად აკეთებდა.[26] გამონაკლისის სახით ბუნინი მეუღლეს მხოლოდ შინაურულად “ჩვენში” მოიაზრებს ხოლმე: ”დღეს დილით, როცა ჩვენ იულიასთან ვიყავით…”[27]

დღიურებში ბუნინის, როგორც მოქმედი პირის, ინდივიდუალური შტრიხები არაა გამოკვეთილი. სამაგიეროდ, მკვეთრ კონტურებს იძენს ავტორი თავისი კომენტარებით. მართალია, მას სძულს რევოლუცია და მისი მხარდამჭერები, მაგრამ ამგვარი განწყობით საკუთარ თავს ჯოჯოხეთში არ ამყოფებს: “ბლოკი რუსეთსა და რევოლუციას ყურს უგდებს როგორც ქარს”. [28]“როგორი არასწორი ინტერპრეტაციაა სიტყვების! სისხლის ნიაღვარი, ცრემლის ტბა, მაგრამ მათ ეს სრულაც არ ადარდებთ”. ბუნინის  ნაწერებში არაა წარმოდგენილი ესკალაციის დრამატიზმი და მოწამეობის განცდა, რომელიც გიპიუსის მე მთხრობელს ეტაპობრივად აღწერილი მოვლენებისადმი დამცველობით დისტანციას ურღვევს. ბუნინის მე მთხრობელი მტკიცეა, ის ბოლომდე ინარჩუნებს რევოლუციური მოვლენებისადმი ურყევ დისტანციას. ის მონათხრობს ასრულებს 1918 წლის 20 ივნისს და ურთავს პოსტ სკრიპტუმს, რომელშიც აღნიშნავს, რომ დანარჩენი გვერდები მიწაში ჩამარხა, რომელთა პოვნაც მან ოდესიდან გაქცევისას 1920 წლის იანვარში ვეღარ შეძლო. ეს მისი ხრიკი იყო, რომელიც მას უეჭველად ზინაიდა გიპიუსისაგან უნდა აეღო, ზინაიდაც თავის დღიურებში ასევე დაკარგული ჩანაწერების შესახებ წერს. ბუნინი, ზინაიდა გიპიუსისაგან განსხვავებით, უარს ამბობს სიტყვათა ყოველგვარ სიმბოლურ კონოტირებაზე: გიპიუსი პეტერბურგსა  და რუსეთს საფლავს უწოდებს და დამარხვის მეტაფორული სახით კულტურის კვდომას აღნიშნავს. გიპიუსი შეგნებულად მხოლოდ სიმბოლურ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას - მისი ჩანაწერები დამარხულია, რაც გადატანითი მნიშვნელობით იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას მასზე ხელი არ მიუწვდება. სიტყვათა პირდაპირ მნიშვნელობას კი ფარავს _ ისინი საბოლოოდ განადგურებული არაა, იქ დროებით ინახება.

ბუნინის მთხრობელი მე გიპიუსისაგან კიდევ იმით განსხვავდება, რომ საკუთარ თავს ინტელიგენციის ტრადიციის მიღმა მდგომად წარმოიდგენს. იგი ემხრობა ბიოლოგიურ აღქმას, რომელიც ცხოვრებასთან ახლოს დგას და რეალისტურია. ამგვარი აღქმის მიხევით, ადამიანი დანახულია არა ჰუმანისტური კულტურის კონეტქსტში, არამედ _ ბიოლოგიურ-ბუნებრივ განზომილებაში. სულიერი, დახვეწილი ფსიქიკის ნაცვლად, მას ჯანსაღი გონება, სიბრძნე და ღირსება  აინტერესებს, რომელნიც ბუნებრივ ცხოვრებაში მოიძებნება და არა _ ინტელექტუალურში. მწერალი ბუნინი “ლიტერატურულს” “ბიოლოგიურს” უპირისპირებს:

 

რაღაცნაირად ადამიანებს ფიზიკურად შევიგრძნობ, შენიშნა ერთხელ თავისთვის ტოლსტოიმ. ასეა ჩემს შემთხვევაშიც. ტოლსტოის ვერ გაუგეს და ვერც მე. აი, რატომ აოცებთ ხოლმე ჩემი ძლიერი ემოცია, ჩემი მიკერძოებულობა. უმეტესობისათვის დღემდე “ხალხი”, “პროლეტარიატი” მხოლოდ სიტყვებია, ჩემთვის კი - ყოველთვის თვალები,  ბაგენი და ხმათა ჟღერადობა …[29]

 

ამით უნდა იყოს განპირობებული, რომ მის მონათხრობს მუდმივად თან სდევს ბუნების ამა თუ იმ მდგომარეობის, წელიწადის დროებისა და და ამინდის შესახებ ინფორმაციის მოწოდება. ამგვარ დაზუსტებას სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს. ასე მაგალითად, როცა 1918 წლის 7 თებერვალს  გერმანელთა გადაადგილება კომუნისტურ ძალაუფლებას მცირე ხნით საფრთხეს უქადდა, წერდა: “თოვლი ელვარებს დამაზრობელად, მაგრამ ცა იწმინდება, სილურჯეს ცისას ფარავს ღრუბელთა ნისლი.”[30] რევოლუციის მოახლოებასაც ფიზიკურად გრძნობდა: ”მე მახსოვს 1970 წლის ზაფხული როგორც დასაწყისი მძიმე სნეულების, როცა გრძნობ, რომ ავად ხარ, თავი გიხურს, აზრები გერევა, გარემოს უსიამოვნო აურა მოიცავს, მაგრამ შენ მაინც თავს იმაგრებ, დგახარ და სხეულის უკნასკნელი ძალების ციებ-ცხელებით მომკრები რაღაცას მოელი.”[31]

“დაავადებას” ბუნინმა თავი გაქცევით კი დააღწია, მაგრამ ის მთელ რუსეთს მოედო: ”რუსეთი უკვე შეიშალა”, _ასეთია რევოლუციის მისი საბოლოო შეფასება.[32] პარიზში ემიგრირებულმა ბუნინმა წარმოთქვა სიტყვა სათაურით _ “რუსული ემიგრაციის მისია”, რომელშიც რევოლუციის შედეგებს ის ასე განსაზღვრავს: “რუსეთის დაისი და მასთან ერთად ადამიანის დაისი”.[33]

 

4.            მარინა ცვეტაევა: “მიწიერი ნიშნები”

 

პოეტ მარინა ცვეტაევას ავტობიოგრაფიული მონათხრობი სხვა პროგრამას ეფუძნება და მეს განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს: ცვეტაევა პროზაულ ტექსტშიც პოეტად რჩება. ავტობიოგრაფიული ჩანაწერების გაკეთებამდე მას უკვე ორი ლირიკული კრებული ჰქონდა გამოქვეყნებული: “საღამოს ალბომი” (1910) და “Laterna Magica” (1912). მისი მონათხრობი, მართალია, ერთი ქრონოლოგიური პრინციპითაა ორგანიზებული _ მოიცავს 1917-1919 წლებს _ თუმცა იმავდროულად დანაწევრებულია მოკლე, დასრულებულ ტექსტებად. მათში ან კონრეტული ეპიზოდია დეტალურად განსახოვნებული ან აფორიზმებია წარმოდგენილი. ასე მაგალითად, ტექსტში “ოქტომბერი ვაგონში” აღწერილია 1917 წლის ნოემბერში რევოლუციის დაწყების შემდეგ მატარებლით მოგზაურობა ყირიმიდან მოსკოვის მიმართულებით; ჩანაწერებ “ჩემს სამუშაო ადგილებში” აღწერილია 1918 წლის ნოემბერში ახალ სოციალისტურ სამუშაო სივრცესთან დაკავშირებული პირადი გამოცდილება. სხვა ტექსტები უფრო მეტად წარმოადგენს რეფლექსიებს, რემინისცენციებს, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულ თემებს შეეხება (“სიყვარულის შესახებ”, “მადლიერების შესახებ”, “შტახოვიჩის სიკვდილი”, ”სხვენის ჩანაწერები”). ამ ცალკეული ტექსტების თემას წარმოადგენს პოეტის შეხვედრა რევოლუციის ყოველდღიურობასთან, რომელშიც მისი მსგავსი გარე პირებისათვის ადგილი არ მოიძებნება, რის გამოც მათ საკუთარი მორალი და პრინციპები მუდმივად მზარდი მატერიალური შეჭირვების ფონზე უნდა დაიცვან. დღიურებში, რომელთა სიუჟეტიც რევოლუციის აბსურდულობის ჩვენებას ესწრაფვის, თვითლეგიტიმაციაა განსახოვნებული და თან წარმოდგენილია განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მისდევს მათი ქმედება პრაგმატულ ლოგიკას. უცნობ ადამიანებთან შეხვედრის სცენებში (მატარებელში, საკვების/სამუშაოს ძიებისას) წარმოჩენილია განმცდელი ავტობიოგრაფის მე. სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენელთან საუბრისას (ჯარისკაცებთან, ახალგაზრდა როტგრადისტებთან, იუდეველ ვაჭარ ქალებთან, კულაკებთან), არაჩვეულებრივი შეხვედრებისას მთავარი აქტორი სწორედ განმცდელი ავტობიოგრაფია. იგი, როგორც  მთხრობელი ავტობიოგრაფი, აღწერს ამ ადამიანებს და მათ მეტყველებას, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, გადმოსცემს იმ წარმოდგენებს, რომლებიც განმცდელი ავტობიოგრაფის შესახებ სხვა ადამიანებს ჰქონდათ. აღნიშნული შეხვედრის სცენებს იგი განასახოვნებს როგორც თამაშს, რომელშიც მთავარი გმირი სხვადასხვა როლს ირგებს: ”ოფიცრის ცოლი”, “ქალბატონი”, “ყაჩაღის მეუღლე”... _ მისი მრავალფეროვანი “მიწიერი ნიშნები”, რომელთა უკანაც მისი ნამდვილი იდენტობა იმალება: ეს არის იდენტობა პოეტი ქალისა, რომელიც სხვენზე განთავსებული უკანასკნელი თავშესაფრის კედლებზე წერს, როცა მას ამის საშუალებას აძლევს მომქანცველი ყოველდღიურება. დღიურების წარმოება მისთვის, როგორც პოეტისათვის, გადარჩენის სტრატეგიას წარმოადგენდა: ასე მაგალითად, როცა მეუღლეს სწერდა, რომელიც ცოხალი იყო თუ არა, არ იცოდა, აღნიშნავდა: “რახან მე თქვენ გწერთ, ე.ი. თქვენ არსებობთ”.[34]

რევოლუციამ გამოაცალა მას უწინდელი ცხოვრების საფუძველი, დღიურების გმირი უმეტესწილად გზად იმყოფება, მას თავს ესხმიან და ამ თვალსაზრისით ის ბევრად დაუცველია მის მწერალ კოლეგა ზინაიდა გიპიუსთან შედარებით, რომელიც რევოლუციას საკუთარი სახლის ფანჯრიდან ადევნებდა თვალს, ნებისმიერი გასაჭირის დროს მას თავშესაფარი ჰქონდა და ქუჩაში მიმდინარე მოვლენებს პირისპირ არ ეჯახებოდა. მართალია, შიმშილი და სუსხი გიპიუსის სახლის ზღურბლთანაა, მაგარამ ყველა ნაცნობი ადგილი და ადამიანი მასთან რჩება მანამ, სანამ ის არ გაიქცევა ემიგრაციაში. ბუნინთან შედარებითაც კი, რომელიც ქუჩებში დამკვირვებლად გადაადგილდება, ცვეტაევას ლიტერატურული გმირი ყოველდღიურ მოვლენებში უფრო ინტენსიურადაა ჩართული, იგი მოქმედი პირია და მის მიერ აღწერილ მოვლენებში უშუალოდაა ჩართული. თუ გიპიუსი და ბუნინი რევოლუციური მოვლენების შესახებ თხრობით შემოიფარგლებოდნენ და პრინციპულ დისტანციას ინარჩუნებდნენ რევოულუციური ყოფისაგან, ცვეტაევა ხშირად წერს იმის შესახებ, თუ როგორ უწევდა საკუთარი ტყავის გადასარჩენად ბრძოლა. ამას კი იმით ახერხებდა, რომ ალტერნატიულ, ზღაპრულ, რეალობას იგონებდა, რომელიც ემპირიული სინამდვილის მიღმა არსებობდა. ახალგაზრდა რევოლუციონერთან შეხვედრისას, რომელსაც ცვეტაევა სტენკა რაზინს უწოდებს, საკუთარ თავს მიაკუთვნებს როლს, რომლითაც ის არა მხოლოდ ყოველდღიურობის მიღმა იმყოფებოდა, არამედ მის ისტორიულ კონტექსტუალიზებას ნებისმიერი სახით გამორიცხავდა: ”სტენკა რაზინ, მე არ ვარ სპარსი, ჩემში არაა შურისძიება: როგორიც სპარსსა და მის მოძულეს შორის შეიძლება არსებობდეს. მე არც რუსი ვარ, რაზინ, მე პრერუსული, პრეთათრული პრეისტორიული რუსეთი ვარ, აი, ვის შეხვდი შენ!”[35]

პოეტი მხოლოდ წერით ახერხებს საკუთარ ტექსტებში ყოველდრიურობის დამარცხებას, რომელიც მას რეალურ ცხოვრებაში განადგურებით ემუქრება. ისევე როგორც თითოეული განხილული ავტორი, ცვეტაევაც ინდივიდუალურობის უმთავრეს საფრთხეს ხედავდა რევოლუციის ერთგვაროვნებისაკენ სწრაფვაში. ერთ-ერთ თავში “შტახოვიჩის სიკვდილი” (1919 წლის 27 თებერვალი) კომენტარს ურთავს ლექსს, რომელიც მან მისთვის პატივსაცემი მსახიობის, ალექსეი შტახოვიჩის, სამგლოვიარო ცერემონიისთვის შეთხზა და რომლის წაკითხვის უფლებაც მას არ მიეცა: “მათ არ სურდათ ყოფილიყვნენ ბრბოს მსახურნი/და ამდენად ერთმანეთს გადააჭდეს თავიანთი მშვენიერი ხელები _ დიდგვაროვანთა ნაღველი!_ /აქ ამ “შრომის წყლულთა”... ბნელ სამეფოში …”  ცვეტაევას განმარტება: “”შრომის წყლულთა” ბნელ სამეფოში”...შრომის წყლულებზე კი არ ვწერ, არამედ თავსმოხვეულ მომქანცველ და მატლებდასეულ თანასწორობის წყლულებზე.”[36]

ცვეტაევა თავის პროზაში აღწერს განმცდელი ავტობიოგრაფის აღქმას, რომელსაც ლირიკის მნიშვნელოვანი მახასიათებელი აქვს შერჩენილი - ასოციაციურობა მიზეზშედეგობრიობის ნაცვლად. ფაქტები, სიზმრები, ახალი ამბები - ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის პოეტის ინდივიდუალური აღქმის პრიზმაში. ასეა, მაგალითად, ამ ჩანაწერებში, რომლითაც იწყება დღიურები: “ორდღე-ნახევარია არა ლუკმა, არა ყლუპი (ყელი თითქოს ამოკერილია). ჯარისკაცებს მოაქვთ ვარდისფერ ქაღალდზე დაბეჭდილი გაზეთები. კრემლი და ყველა მონუმენტი აფეთქებულია. 56-ე პოლკი. ააფეთქეს შენობები, რომლებშიც ის იუნკრები და ოფიცრები იყვნენ, რომელთაც დანებება არ სურდათ. 16000 გარდაცვლილი, მომდევნო სადგურზე 25000. Მე ვდუმვარ. Ვეწევი…[37]

ცვეტაევა თხრობას იწყებს პირადი განცდების, საყვარელ ადამიანებზე საკუთარი მწუხარების გადმოცემით, რასაც გიპიუსი და ბუნინი თავს არიდებდნენ. გარერეალობის შინაგანი სამყაროს სიღრმიდან დანახვა პროგრამული, წინასწარგანზრახული ინტერესი კი არ იყო, არამედ სამყაროს აღქმის ერთადერთი შესაძლებლობა. რევოლუციის ყოველდღიურობის მისეული შეფასება კი საკმაოდ ჰგავს გიპიუსისას და ბუნინისას: იგი თავზარდაცემულია სამყაროს გაუკუღმართებით, ადამიანურ ურთიერთობათა რღვევით, ამასთან იგი ახალ გამოცდილებას იყენებს ლირიკული აღქმის დიაპაზონისა და განსახოვნების ფორმათა გასაფართოებლად და აღწერს გროტესკულ, აბსურდში გადასულ სცენებს. გიპიუსისაგან განსხვავებით ის არ ეძებს ინტელიგენციის კოლექტიური ჩვენცნობიერების მხარდაჭერას, უცხოა მისთვის ბუნინის მე-მთხრობლის ლიტერატურული გამორჩეულობაც, მისი ერთადერთი სამოქმედი ასპარეზი მისი სული, პოეტის მეა, იგი მკვიდრობს არა ყოფაში, არამედ _ ზედროულ, მეტაფიზიკურ ყოფიერებაში. ის ადამიანებს “კულტურულ ადამიანებად” და (კომუნისტურ) ბარბაროსებად კი არ ყოფს, არამედ თითოეულ მათგანში მეამბოხეს ეძებს: ის ახდენს ცრურწმენების, კლიშეების, თვითიდენტიფიკაციის მოდელების (უმეტესად _ იდეოლოგიზებულის) დეკონსტრუირებას: თითქმის არცერთი ადამიანი, რომელიც მას შეხვდა, არ აღმოჩნდა ისეთი, როგორადაც გაეცნენ: კომუნისტი (“რაზინი”) გაირკვა, რომ ეკლესიის წევრი და მონარქისტი იყო; ინტერნაციონალისტი (“ამხანაგი კაპლანი”) ანტისემიტი აღმოჩნდა, ეროვნულ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი ესპერანტი იყო, რომელიც წითელსა და შავს ერთმანეთისაგან ვერ ასხვავებდა, ჩინელებსა და ინდოელებს ეძებდა და იმედგაცრუებული იყო, რომ მოსკოვი რუსი ებრაელი ნაძირლებითა და ლეტვიელებით აივსო. [38]

მისია, რომლის განხორციელებასაც თხრობელი ავტობიოგრაფი ცდილობს, უშუალოდ მას უკავშირდება: მას მომდევნო თაობისათვის ან ისტორიკოსებისათვის დამამტკიცებელი საბუთის დატოვება კი არ სურს, არამედ ცდილობს, შეინარჩუნოს უფლება, იყოს პრეისტორიული პერიოდის რუსი, ანუ იყოს უცხო საკუთარ სამშობლოში და იყოს პოეტი იმ დროში, როცა პოეტი არავის სჭირდება.

 

 

1.            ალექსეი რემიზოვი: “ქარბორბალაში მოყოლილი რუსეთი”

 

ალექსეი რემიზოვის  თხრობა დანარჩენ სამ ავტორთან შედარებით ნაკლებად იდეოლოგიზებულია. იგი პროზაიკოსია ლირიკული ტემპერამენტით. რემიზოვს არ სურდა თავისი ტექსტისათვის ავტობიოგრაფია ეწოდებინა, რადგან ბიოგრაფიულ ფაქტებს მითოპოეტური ლიტერატურული სინამდვილის შესაქმნელად იყენებდა: “საკუთრივ ავტობიოგრაფიული ტექსტები არ მაქვს, ყველაფერი და ყველაფერში ავტობიოგრაფიულია.”[39]

რემიზოვი თვლიდა, რომ იგი ავტობიოგრაფიას კი არ წერდა, არამედ “საკუთარი მეს მითოლოგიზებას” ახდენდა.[40] მითოლოგიზებით ის მარინა ცვეტაევას ენათესავება, თუმცა ფაქტებისა და ფიქციის აღრევა მასთან კიდევ უფრო მეტად ხდებოდა. ის მკითხველს საშუალებას აძლევს ფაქტუალური ინფორმაციის მითოლოგიზების უშუალო თანამაონაწილე იყოს. რემიზოვის მონათხრობში წარმოდგენილია არაერთი დაკვირვება, ეპიზოდი, მიყურადებული საუბარი და რემინისენციები. ჩანაწერები მოიცავს 1917 წლიდან მოყოლებული 1920 წლის შემოდგომამდე (ემიგრაციაში წასვლამდე) პერიოდს, მათში ისტორიული პირები, უპირველეს ყოვლისა, პოეტები, მწერლები და გამოგონილი ადამიანები ერთმანეთს ენაცვლებიან, რეალური მოვლენები და ავტორის სიზმრები ერთსა და იმავე დონეზე განსახოვნდება. სიტყვისა და ენის სიცხოველეს ავტორი და მისი მე-მთხრობელი “ქარბორბალაში მოყოლილ რუსეთში” ფაქტუალურზე აღმატებულ ემპირიად მიიჩნევენ. რემიზოვი საკუთარ მეს განასახოვნებს როგორც პოეტი, სიტყვის ჯადოქარი, მგოსანი; მისი მონათქრობის თემაა მარადიული კონფლიქტი ამბოხსა და კაცობრიობის საფრთხეს შორის, ინდივიდუალიზმსა და გარეძალას შორის.  ეს ყოველიევე გარკვეული თვალსაზრისით ბუნების ნაწილია, თუმცა ადამიანსაც მიუძღვის დანაშაული. რემიზოვის წარმოადგენა ადამიანზე არაა იდელისტური, ადამიანის ბუნებისაგან სიკეთესთან ერთად ბოროტებაც განუყოფელია. როგორც დოსტოევსკის მსოფლხედველობის დამფასებელი, თავისი ლიტერატურული იდელაის მსგავსად ბედისწერასთან დაპირისპირებას ეწინააღმდეგებოდა და გარდაუვალის დათმენაში ხედავდა ადამიანურ სათნოებას. საკუთარ მისიასაც, როგორც პოეტი, ამ წარმოდგენას უკავშირებდა:”თუ რამე ჩემს სულს აცოცხლებს, ეს მწუხარებაა, მწუხარება მაკავშირებს სამყაროსთან, მწუხარება მანიჭებს უფლებას ვარსებობდე.”[41]ამით ის მკვეთრად განსხვავდება თავისი ქალი კოლეგებისაგან, გიპიუსისა და ცვეტაევასაგან. ისინი სვადასვა ფორმით, მაგრამ ერთნაირი შემართებით ცდილობდნენ საკუთარი მეს ფორმირების დაცვას გარეზემოქმედებისაგან. მათი მე მეამბოხეა, იგი უპირისპირდება გარემოპირობებსა და ხალხის ან კაცობრიობის სახელით მოქმედ ძალას (ომი და რევოლუცია), რომლის მარკირებას უარყოფითი მეტაფორებით ახდენენ: “ანტიქრისტე”, “ანტიკულტურა”, “სიცოფე”, “ავადმყოფობა”. ამდენად მეს ფორმირება დესტრუქციული ძალისაგან დისტანცირებით ხორციელდება. დესტრუქციული პროცესები სტაბილისდება ზედროული “კულტურისა” და “პოეზიის” გააქტუალებით, ცვეტაევასთან კი ელემნატარული პოეტურობა უზრუნველყოფს იმავეს. ოთხივე ავტორთან წარმოდგენილია ორი მე: ერთი განმცდელი ავტობიოგრაფის, რომელიც აღწერილი ყოველდღიურობის აქტორია და მეორე მთხრობელი ავტობიოგრაფის იდენტობა, რომლის კონსტრუირებაც  ცვლილებებდიან გამომდინარე ავტორმა ქრონისტის, ბრალმდებლის, მომხსენებლის, პოეტის როლების შესაბამისად უნდა მოახდინოს.

ოთხი ავტორის ავტობიოგრაფიული ტექსტის შედარება აჩვენებს, რომ განმცდელი ავტობიოგრაფიის ქმედებები ყველაზე მეტად ცვეტაევასთანაა განასხოვნებული. ამის კარგი მაგალითია ეპიზოდი, რომელშიც მოშიმშილე განმცდელი ავტობიოგრაფი საკვების შოვნას ცდილობს. როგორც უკვე აღინიშნა, ცვეტაევასთვის მნიშვნელოვანია კონკრეტულ სიტუაციაში ლირიკული გმირი აქტორი იყოს, რათა სხვა ადამიანებთან კონფროტანციულ შეხვედრებში მისი მე  წარმოჩინდეს. გიპიუსის მე-მეთხრობელი ავტონომიურია (autarkes), იგი თვითმყოფადობას მოიპოვებს ორი კომპონენტით: მასობრივის უგულებელყოფითა და პერსონალური საიდენტიფიკაციო ნიშნებით ანუ ინდივიდუალურითა და კოელექტიურით. მისი მე თავიდანვე დეკადანსური ამბოხით იკვებებოდა: “არ გინდოდეს იყო ისეთი, როგორებიც სხვები არიან, დინების საწინააღმდეგოდ იცურო, მათ შორის მასების მოსაზრებათა წინააღმდეგ. ამგვარ დამოკიდებულებას აქცენტირებულად წარმოაჩენს 1914-1919 წლებში დაწერილ დღიურებში, ამასთან საკუთარი პოზიციის დემონსტრირებას ახდენს ავტორიტეტების (მეფე ნიკოზ II, კერენსკი, ლენინი) მიმართ დეკონსტრუქციული, კრიტიკული აზრების ფორმირებით. მისი ავტობიოგრაფიული ნარატივის მეორე მახასიათებელია ფიქრი ინტელიგენციის დანიშნულებაზე: უნდა წარმოადგენდეს თუ არა ის ხალხის ხმას, უნდა იყოს თუ არა ის კულტურის ელჩი. აღნიშნული საკითხს მთავარი ადგილი უჭირავს თხრობაში, განმცდელი ავტობიოგრაფის ინდივიდუალური შტრიხების განსახოვნებას ნაკლები ყურადღება ეთმობა.არადა, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას გაკეთებულ პირველ ჩანაწერებში პირიქით იყო. გიპიუსი თავის ჩანაწერებში იშვიათადაა მოქმედი პირი, ბუნინის მსგავსად მასაც, ძირითადად, დამკვირვებლის, მთხრობლის პოზიცია უკავია.

რემიზოვის თხრობის აქცენეტები უმეტესწილად ცვეტაევასას ჰგავს. მისთვისაც მნიშვნელოვანია არა რევოლუციური მოვლენების მანკიერებათა განსახოვნება, არამედ ამ ბობოქარ პერიოდში ცალკეული ინდივიდის გამოქომაგება. რემეიზოვის მონათხრობი შედგება ცალკეული ამბებისა და ეპიზოდებისაგან, რომელთა მონაწილე ის იყო, მაგრამ მთვარ მოქმედ პირად არ წარმოადგენს საკუთარ თავს. მისი გმირები არიან ადამიანები მისიევე გარემოცვიდან: მეზობლები, პოეტები, ხელოვანები ან უბრალო გამვლელები. მისი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს უშუალოდ საკუთარი სახლის მიმდებარე სივრცე, ქუჩა და მისი მცხოვრებნი. ახლომხედველობა  განსაზაღვრავს მისი თხრობის პერსპექტივას: მიკროსკოპული სიზუსტით აღწერს ყველაფერს, რასაც აღიქვამს. ბუნინის მსგავსად იგიც აქტიურია,  თუმცა მოსკოვისა და პეტერბურგის ქუცებში გადაადგილებისას ერთი მთავარი მიზანი ამოძრავებს, ყოველდღიური ყოფითი საჭიროებები დაიკმაყოფილოს:წყალი მოიტანოს, შეშა დაალაგოს, გამომცემლობებთან მოლაპარაკებები აწარმოოს. იგი დისტანციურად კი არ აკვირდება მიმდინარე მოვლენებს, არამედ თვლის, რომ ნავში იმყოფება იმ ადამიანებთან ერთად, რომელთაც დიდი ძალების მობილიზებით უნდა უზრუვნელყონ ყოველდღიურობის ორგანიზება. მის მიერ აღწერილ ეპიზოდები აჩვენბს, რომ წარმოუდგენელად სასტიკ რეალობაში მას გამოუჩნდებოდა ხომლმე ადმიანური სითბო და დახმარება. ის იზიარებს რომანტიკულ ხედვას, რომელიც ბნელში სინათლის სხივს ეძებს. სინათლის სხივი მას გამოუჩნდება არა როგორც ღვთაებრივი ნათება, არამედ - როგორც ადამაინის ქმნილება: “ სამყაროში არსებული თითოეული საგანი - ვარსკვლავით დაწყებული  მდინარის ტეხილით დასრულებული, ასევე თითოეული ქმნილება თუ ადამიანის ნახელავი - ცხოველის თათები, ბუდეები, სახლები, სათამაშოები, მანქანები - ასხივებენ საკუთარ ნათელს.”[42]

ყველაზე შთამბეჭდავი სიმბოლური ეპიზოდია “მესერი”. რემიზოვი მმიყვება წელიწადის დროებს და მათ უსადაგებს სმბოლურ მნიშვნელობებს: “სასტიკი ზამთრის შემდეგ დადგა გაზაფხული”. ვასილევსკის კუნძულის ფართო გამზირზე სეირნობისას განმცდელი ავტობიოგრაფი აკვირდება  როგორ ირღვევა უკანასკნელი მესერი (როგორც ჩანს ხანძრის შედეგად). მისი მზერა მიპყრობილია არა ნგრევის პროცესზე, არამედ - გამოთავისუფლებულ სივრცეზე: ”და უცბად სრულად დავინახე დიდი პროსპექტი , შორეულ ჰორიზონტზე კი - ზღვა”. ვერაფერი ვიცანი, არ ჩანდა ნაცნობი გზა - გაფართოებული თვალებით შევიცანი თავისუფლება [“volja”]. ვიყურებოდი ზღვის იქით, ზღვის იქით და ვეღარ ვგრძნობდი სიმძიმეს გულის.”[43] ეს თავისუფლევბის ცნების ინდივიდუალურ ინტერპრეტაციაა, რადგან რუსულად ნებელობა [“volja”] ანარქისტულ კონოტაციას შეიცავს და “ცნებისაგან” თავისუფლება [“svoboda”] განსხვავდება. რემიზოვის ჩანაწერებში “თავისუფლება” შეპირისპირებულია რევოლუციურ ლოზუნგთან, რომლის ფარგლებშიც “თავისუფლება” დაუოკებელ სისხლის ღვრასა და ძარცვას გულისხმობდა, მისი შეფარული აზრი იყო, რომ “ყველაფერი ნებადართულია.”

რემიზოვი სკეპტიკურად იყო ასევე განწყობილი თებერვლის რევოლუციის დაპირებებისადმი, რომელთა მიხედვითაც სამუშაო და ცხოვრების პირობები უნდა გაუმჯობესებულიყო, არ სჯეროდა ამავე რევოლუციის მიერ დაპირებული თავისუფლების, რომლის დასაცავადაც გიპიუსი გულანთებული იბრძოდა:

 

... მხოლოდ ერთ რამეს ვგრძნობდი, რაღაცა სულს მიხუთავდა და ეს განცდა დღითიდღე მატულობდა. და ისე, რომ არცერთ ნაპირს არ ვესწრაფვოდი, მთელი ჩემი ძალებით ვუსვამდი ნიჩბებს, რომ როგორმე გადავრჩენილიყავი, ჩემი თავისუფლება და თვითმყოფადობა გადამერჩინა და დედამიწაზე დავრჩენილიყავი იმად, რაც ვარ.[44]

 

დღიურებ “ქარბორბალაში მოყოლილ რუსეთს” მსჭვალავს მთხრობელი ავტობიოგრაფის მცდელობა, რომ შეაფასოს ისტორიული მოვლენა _ მასების მოძრაობის დაპირისპირება ინდივიდების ბედთან (დოსტოევსკისეული პერსპექტივიდან). ერთი მხრივ, ის გაგებით ეკიდება ადმიანების სწრაფვას შეერწყან კოლექტიურ ნებას, მაგრამ, მწეორე მხრივ, მას აშინებს, რომ ეს მასა ინდივიდს შთანთქამს.

 

როცა მსგავსი კატასტროფები ხდება, როგორ შეიძლება იქ ინდივიდს ანგარიში გაეწიოს” _ პასუხს სცემს ყველა ჩემს წინააღმდეგობას შჩეკოლდინი. დიახ, ამიტომაც სხვაგვარად ხდება: კატასტროფა ადამიანს უნდა დაეხმაროს, მაგრამ ადამიანი ითელება.[45]

 

პოეტისათვის რევოლუცია ანტიქრისტეს გამარჯვება ან გამანადგურებელი სტიქია კი არაა, არამედ _ ადამიანში არსებულ ურთიერთდაპირისპირებულ ძალთა დაპირისპირება. მისთვის 1917 წელი ამ რადიკალურიი ურთიერთდაპირისპირების გამოვლინებაა:

 

არასდროს უკაშკაშია ვარსკვლავს ასეთი ელვარებით -

ადამიანთა ოცნება _ სუფევდეს მიწაზე თავისუფალი სამეფო…, მაგრამ არსდროს და არსად დედამიწაზე, არ ყოფილა პოგრომი ასე ბოროტი.[46]

 

თხრობის განუყოფელ საგანს წარმოადგენს ინდივიდის ჩათრევა “ისტორიის ქარბორბალასგან”. ეს ასპექტი კულმინაციური სახით წარმოდგენილია ლაიტმოტივად ქცეეულ კითხვაში:”რევულიცა თუ ჩაის დალევა?”, ეს კითხვა დაისმის მანამ, სანამ რევოლუცია ადამიანთა ცხიოვრებაში ისე ღრმად იჭრება, რომ არჩევანს აღარ ტოვებს:

 

რევოლუცია თუ ჩაის დალევა?

ჩაის დალევა…

და აი,დასრულდა ,აღარ არსებობს ჩაი!

რევოლუცია ტრიუმფატორია![47]

 

რევოლუციის გამარჯვება, მისი შედეგების გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე კიდევ უფრო ცხადი ხდება ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ. დღიურებში, უპირატესად, შიმშილით, სიცივითა და ძალადობით გაჯერებული ყოველდღიურობის სცენებია აღწერილი. მათ რიცხვს მიეკუთვნება ის ბიუროკრატიული დადგენილებებიც, რომლებითაც ამაოდ ცდილობდბდნენ გაჭირვებასთან გამკლავებას, ისინი  რემიზოვის თავისუფლების პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. თვითგადარჩენის ინსტინქტი სხვა სტრატეგიებს ააქტუალურებდა: ”გაჭირვება გამოსცემდა “სიღარიბის” დეკრეტს, რომელსაც “საბჭოთა მოქალაქე” უნდა დამორჩილებოდა: გაჭირვება და სიკვდილის შიში ადამიანებს აიძულებდა, მოეპარათ, ეცრუათ, თავი გადაერჩინათ, და ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი _ დაებეზღებინათ, ეღალატათ.[48] “ქარბორბალაში მოყოლილი რუსეთის” ბოლო მონაკვეთში სიუჟეტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საკვები პროდუქტების აბსურდულად განაწილება, მოტყუება, ხრიკები და თაღლითობა. მარინა ცვეტაევას მსგავსად, რემიზოვისთვისაც დამცირება, ადამიანის ღირსებაზე თავდასხმა პიროვნების მთავარ საფრთხედ აღიქმებოდა. მარინა ცვეტაევას ლირიკული გმირი რევოლუციის უსიამოვნებებს გაურბის იმით, რომ სხვა სამყაროში გადასახლდება, რემიზოვის მე-პოეტიც ყოველდღიურობისაგან დისტანცირებას ცდილობს. რემიზოვი გროტესკულად და ფიგურალურად საკუთარ თავს ახასიათებს არა როგორც წინასწარმეტყველს, მასწავლებელს ან პოეტს, არამედ  თვლის, რომ იგი ინდივიდუალობის დასაცავად დგას ქარიშხალში, რომელიც ყველაფერს და მათ შორის ინდივიდებს განადგურებით ემუქრება.

მოყვასს თანაუგრძნობს, ინდივიდუალობის კონცეპტს აყალიბებს და ამით მისი ადამიანობის მოდელი იქცევა თანამედროვე,  ეგზისტენციური და ქრისტიანული ხედვის უნიკალურ ნაზავად. რემიზოვის მე-პოეტის იდენტობის ნაწილია, რომ იგი ინდივიდთა მხარდამჭერი იყოს. მას რუსეთსა და რუს ხალხზე არც აბსტრაქტული და იდეალური წარმოადგენა აქვს, როგორც გიპიუსს, არც _ ბიოლოგიური, როგორც ბუნინს და არც მითოლოგიური, როგორც ცვეტაევას. მისთვის რუსეთი მეტაფორაა ინდივიდის, ინდივიდთა ერთობა ქმნის რუს ერს. “რევოლუცია” მისთვის აბსტრაქტულია, რუსეთი კი _ კონკრეტული, უფრო სწორად, ტანჯული, დამონებული ადამიანის მეტაფორაა.

აღნიშნული თვალსაზრისი ნათლადაა წარმოდგენილი კრებულისათვის წამძღვარებულ თავში “Babushka”: მატარებლის მგზავრი უბრალო, მორწმუნე ქალი თანამედროვე რუსეთის ინკარნაციად წარმოდგება: ”ჩვენი ბებო, ჩვენი რუსეთი, ეს სწორედ ის იყო, რომელიც ღამის გასათევად ვიწრო ხის საწოლზე მიწვა, პირდაპირ ცარიელ, მყარ ფიცარზე დაბერებული ძვლებით, ჩვენი ბებო, ჩვენი დედა, ჩვენი რუსეთი.”[49]

რემიზოვთან გამოტოვებულია თებერვლის რევოლუციასა და ოქტომბრის რევოლუციებს შორის შუალედი, რომელსაც ზინაიდა გიპიუსის მთხრობელი მესთვის ეგზისტენციური მნიშვნელობა ჰქონდა. ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების აღებაც სასხვათაშორისოდაა აღწერილი. მთხრობელი მე რევოლუციასა და ომს ბედისწერის, ზეინდივიდუალურ პრიმიტიულ ძალთა მოქმედების შედეგად მიიჩნევს, რომელსაც სიკეთე კი არ მოაქვს რუსეთისათვის, არამედ ანადგურებს მას, ადამიანს. მთხრობელი მე რევოლუციას და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქმედებას ორი ძალის დაპირისპირების სიმბოლოდ თვლის: 1) ტრადიცია, რომელიც მოიცავს რიტუალებს, რელიგიას, ისტორიასა და სქესს და 2) გრიგალი, რომელიც ცხოვრების იმ მოდელს არღვევს, რომლის ფარგლებშიც ადამიანი უნდა განვითარებულიყო, მისი არარსებობა საყრდენს აცლის ადამიანს. სიმბოლური გაზვიადება მას იმავდროულად საშუალებას აძლევს, რევოლუციის დამანგრეველი ძალის აბსოლუტიზებას აარიდოს თავი, როგორც ეს გიპიუსთან და ბუნინთან ხდება, დაპირისპირებული ძალები წარმოდგენილია როგორც ურღვევი მოცემულობა. მარინა ცვეტაევა დაუცველობის განსაკუთრებულ განცდას გამოხატავს, რის გამოც ყოველდღიურობა ეკარგება, თუმცა როგორც პოეტი, აქტიური რჩება. რემიზოვი გადარჩენილ ადამიანობას ეძებს სხვადასხვა ადამიანურ ისტორიაში.

განხილულ ავტობიოგრაფულ ტექსტებში წარმოდგენილია შეუთავსებლობა პოეტების მესა და იმ მოვლენებს შორის, რომლებიც მათ ცხოვრებაში უნებართვოდ შემოიჭრა. ავტობიოგრაფიული ფაქტი, რომელიც პოეტმა მკითხველთან დადო, რევოლუციას არ მოიცავს, არც სატანასთან გაუფორმებია მკითხველს ის. საანალიზო ავტობიოგრაფიული ნარატივი წარმოადგენს დევნილობის დასასრულს, რევოლუციისაგან დისტანცირების ფაქტს, რომელიც ინდივიდუალობის სახელით ხორციელდება. პოეტი დისტანცირებას ცდილობს, რათა წერით საკუთარი მე გადაირჩინოს, იმავდროულად იგი ინდივიდუალობის, პიროვნების განუმეორებელი  იდენტობის დამცველი ხდება. მოულოდნელად მოდერნისტი პოეტი ზინაიდა გიპიუსი ავტონომიურობას ნაკლებად ესწრაფვის, რევოლუცია მასში ინტელიგენციის ტრადიციულ ჩვენ-ცნობიერებას ააქტუალურებს, რომელიც, თავის მხრივ, რევოლუციის პირმშო, ტყავით შემოსილ, მანქანით მოსიარულე და ნასვამ ერთგვაროვან ბრბოს -“ჩვენს” - უპირისპირდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს: მწერლები წერენ იმ ისტორიის შესახებ, რომლის ტყვეობაშიც ისინი იმყოფებოდნენ, თუმცა როგორც პოეტებმა მოახერხს წერით დაეღწიათ თავი ამ რეალობისთვის. ნარატიული იდენტობის ამგვარი ფორმირება განსხვავდებოდა მე-18 საუკუნის ავტობიოგრაფიული პრაქტიკისაგან. ეკატერინა დაშკოვა, დერჟავინი, ეკატერინე II ქალაქგარეთ მიდიოდნენ, რათა სახელმწიფო სამსახურისაგან მოშორებით, საკუთარი ინდივიდუალობა შეექმნათ. სტატიაში განხილული ავტორების მიერ გამოყენებული შაბლონი განსხვავდებოდა იმ ვარიანტისაგანაც,რომელიც რომანტიკოსთა ავტობიპოგრაფიულ ტექსტებში შემუშავდა. რომანტიკოსებისათვის მნიშვნელოვანი იყო თავად ინდივიდუალობა, მისი ფორმირების მექანიზმი კი _ არა.[50]

განხილულ ავტორთა მიერ რევოლუცია აღიქმება შევიწროებად, რომელიც პირადი სივრცისათვის ადგილს არ ტოვებს, ის რადიკალური ფორმით აიძულებს ადამიანებს, მოსწყდნენ თავიანთ ძირებს და ხელახლა იშვან. არასასურველი ისტორიული რეალობისაგან თავის დაღწევა შესაძლებელია მხოლოდ წერის პროცესში, ამისათვის საჭიროა მწერალმა ტრადიციული ღირებულებებისაგან შექმნას ციხესიმაგრე, რომლითაც მწერალი საკუთარ იდენტობას და ინდივიდალობას რღვევისაგან დაიცავს. ინსტანციები, რომლებიც ამ ციხესიმაგრეს ქმნიან, სხვადასხვაა: გიპიუსთან  კულტურა და რელიგია, ბუნინთან _ ბუნება და ფსიქოლოგია, ცვეტაევასა და რემიზოვთან _ თავისუფლება. ამასთან, ცვეტაევა ცდილობს, ხაზი გაუსვას, რომ აქვს  უფლება, იყოს განსხვავებული, ექსცენტრიული, რემიზოვი კი ცდილობს აჩვენოს, რომ თითოეულ ინდივიდს აქვს ადამიანური ღირსება. რევოლუცია, რომელსაც ისინი შეეჩეხნენ, ღირებულებათა რღვევას მოასწავებდა. შესაბამისად, ის ინდივიდის განვითარების დამაბრკოლებელ ფაქტორად იყო მიჩნეული.

აღნიშნულ ავტობიოგრფიათა სამომავლო ღირებულების გასააზრებლად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ცალკეული იდენტიფიქატორი ინსტანციის თავისებურება. გიპიუსი რევოლუციის მიერ/უკულტურობით კულტურის/ადამიანის განადგურებას ისტორიულად და პოლიტიკურად განპირობებულ პროცესად წარმოადგენს, რომლის შეჩერება ასევე პოლიტიკურადაა შესაძლებელი. ის იმედს ამყარებს დემოკრატიული ევროპისა და რუსული ემიგრაციის წარმომადგენლებზე.  დღიურებს იგი პოლიტიკურ-აგიტაციური მიზნით აწარმოებს - მსოფლიო უნდა შეზანზარდეს, რათა ძილისგან გამოფხიზლდეს და ბოროტების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოლოს. „შავი რვეულისათვის“ წამძღვარებულ წინასიტყვაობაში, რომელიც 1921 წლით თარიღდება, იგი წერს „ორმოში ჩარჩენილის მიმართ“ დიდ პასუხისმგებლობაზე : „ვისაც რამდენიც შესწევს ძალა, უნდა გამოიყენოს უფსკრულისაკენ მიმავალის გადასარჩენად“.[51]

ბუნინი რევოლუციის ავადმყოფობის გამომწვევად იმ ინტელიგენციას მიიჩნევს, რომელსაც გიპიუსი პროგრესულად წარმოაჩენდა. იმდროინდელი რუსეთის დაისი მისთვის გარდაუვალი ჩანდა, რადგან საპირწონე ძალას ვერ ხედავდა, რომელიც ამ პროცესს შეაჩერედება. შესაბამისად, თავის ნაწერს  მომაკვდავი სამყაროს უკანასკნელ გზავნილად მიიჩნევდა, მას გიპისუსის მსგავსად პროგრამულ დანიშნულებას ანიჭებდა:

ჩვენ განსაკუთრებული სულიერი წყობა გვაქვს, რომლის შესახებ მოგვიანებით მთელი ერთი საუკუნის განმავლობაში დაწერენ. მაგრამ რა ნუგეშია ეს ჩემთვის? რა უნდა ვქნა მანამდე, როცა ჩვენგან ფერფლის ნამცეციც აღარ დარჩება? „ეს ჩანაწერები ფასდაუდებელი იქნება“. მაგრამ განა სულ ერთი არაა? საუკუნის შემდეგაც იგივე ქმნილება - ადამიანი - იცოცხლებს, რომლის ღირებულება ამასობაში შევიცანი.[52]

ემიგრაციაში გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ წერილებში საკუთარ თავს განუსაზღვრავს მისიას, რომ მსოფლიოს მომხდარის შესახებ აუწყოს.

ცვეტაევა სანუგეშოდ მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ ადამიანის წინასწარი განჭვრეტა შეუძლებელია. რევოლუციას და პოლიტიკას, ზოგადად, ის იდეოლოგიურ საყვედურს უყენებდა - ის ადამიანების კლასიფიკაციას ცდილობს, რასაც ეს უკანასკნელი არ ექვემდებარება, სუბვერსიულად გაურბის და წინააღმდეგობის მუხტს ატარებს თავის თავში. 1923 წელს კრიტიკოს რომან გულისათვის მიწერილ წერილში ის განმარტავს წიგნის დაწერის მოტივაციას: “ეს არის სისხლსავსე ცხოვრებისა და სინამდვილის წიგნი, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურად (სიცრუის თვალსაზრისით!) ის წარუმატებელი იქნება. მასში წარმოდგენილი არიან მომაჯადოებელი კომუნისტები და წესიერი თეთრგვარდიელები, პირველნი მხოლოდ უკანასკნელთ დაინახავენ და უკანასკნელნი კი _ მხოლოდ პირველს.” მოგვიანებით ალაქსანდრე ბახრახისადმი წერილში კი აღნიშნულია: “ნაფლეთებად აქცევს ამ წიგნს ყველა (კბილებით!)... გარდა მართალი ადამიანებისა, რომელთაც იციან, რომ სინამდვილე არამდგრადია. თუმცა ასეთნი ცოტანი არიან.”[53]

ალექსეი რემიზოვს ერთმნიშვნელოვნად სჯერა, რომ ბარაბაროსთა შორისაც კი ადამიანობა დაურღვევლია: ”მინდა გითხრათ, რომ ადამიანი, მისი სული კიდევ უფრო ცოცხალია სიბინძურესა და წარმოუდგენელ გაჭირვებაში.”[54]

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ადამიანის ბედს რევოლუციურ რუსეთში სხვადასხვაგვარად ხედავდნენ _ აპოკალიპტური უიმედობით ან პოეტური ოპტიმიზმით, _ თითოეული მათგანი იზიარებდა ერთ ხვედრს: ახალი რუსეთიდან ისინი გაძევებულ იქნენ, რადგან ადამიანისა და პოეტის შესახებ თავიანთი ძველი ჰუმანისტური წარმოდგენით იქ მათთვის ადგილი არ მოიძებნებოდა.

 

რეზიუმე

კრისტა ებერტი განიხილავს ოთხი რუსი ავტორის ავტობიოგრაფიულ მონათხრობს 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შესახებ. ოთხივე ავტორი ემიჯნება რევოლუციას, რომელიც თავისუფლების მინიჭების ნაცვლად, პიროვნებას არღვევდა. შედეგად, მათ რუსეთი დატოვეს და ემიგრაციაში წავიდნენ. განსახილველი ტექსტები მოიცავს ზინაიდა გიპიუსის “პეტერბურგის დღიურებს”, ნაწილს მარინა ცვეტაევას გამოუქვეყნებელი ტომიდან “მიწიერი ნიშნები”, ივან ბუნინის დღიურებს “დაწყევლილი დღეები” და ალექსეი რემიზოვის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერთა კრებულ “ქარბორბალაში მოყოლილ რუსეთს”. ოთხივე მონათხრობი აჩვენებს იმ სხვაობას, რომელიც არსებობდა რევოლუციურ რიტორიკასა და იმ ბანალურობას, რევოლუციის სისასტიკეს შორის, რომელიც ავტორებმა პირადად განიცადეს. მთავარ საკვლევ საკითხებს წარმოადგენს რევოლუციური ყოველდღიურობა  და ავტორთა ორმაგი სახე - მთხრობელი და განმცდელი ავტობიოგრაფები. სტატიაში ხაზგასმულია რევოლუციის ყოველდღიურობა და ავტორთა ორმაგი როლი - ისინი ერთდროულად წარმოდგენილნი არიან მთხრობელი და განმცდელი ავტობიოგრაფების სახით, რაც ავტობიოგრაფიული ჟანრის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს; რევოლუციური კონტექსტის აღწერისას კი ეს ჟანრობრივი მახასიათებელი კიდევ უფრო ნათელი გახდა. განმცდელი ავტობიოგრაფი, თანამედროვეთა მსგავსად, მონაწილეა სიცოცხლისათვის ბრძოლის, მთხრობელი ავტობიოგრაფი კი ახერხებს დისტანციის შენარჩუნებას და რევოლუციური სინამდვილის კოჰერენტულ ნარატივად გარდაქმნას. ავტორები წერით რევოლუციონერ ლიდერთა იდეოლოგიას ეწინააღმდეგებიან, რომლითაც ისინი მასობრივი ნგრევის ლეგიტიმაციას ცდილობდნენ. ავტორთა გემოვნების შესაბამისად, რევოლუცია წარმოდგენილია როგორც აგონიის ქრონიკები (გიპიუსი), როგორც ფარსი (ბუნინი), აბსურდი (ცვეტაევა) ან როგორც გროტესკული სპექტაკლი (რემიზოვი). თითოეული ავტორი იცავს ინდივიდუალური იდენტობისა და ავთენტური სუბიექტური გამოცდილების უფლებას. ებერტის სტატია აანალიზებს მსგავსება-განსხვავებას იმ ღირებულებებს შორის, რომელთაც განსახილეველი ავტორები წამოწევენ.

 

ირაკლი ხვედელიძის თარგმანი



[1] ფილიპ ლეჟონის მიხედვით, ავტობიოგრაფიული ჟანრი გულისხმობს “პროზაული სახით საკუთარი ცხოვრების შესახებ რეტროსპექტულ თხრობას; მასში მთხრობელი ავტობიოგრაფი აქცენტს აკეთებს საკუთარ პიროვნულ ცხოვრებაზე, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ავტობიოგრაფის პიროვნული ფორმირების განსახოვნებას.” Philippe Lejeune, L’autobiographie en France, 2.Aufl., Paris 1998, gverdi 10. Საყურადღებო მეჩვენება ჯეინ გარი ჰარისისა და ულრიხ შმიტის რეკომენდაცია: მიზანშეწონილია, “ავტობიოგრაფიის” ნაცვლად ვიმსჯელოთ “ავტობიოგრაფიული დისკურსის” შესახებ. მისი ჟანრობრივი მახასიათებელი - მთხრობელი და განმცდელი ინსტანციების მონაცვლეობა - მონათესავე ჟანრებისთვის (დღიური, მოგონებები, ბიოგრაფიული რომანი …) მნიშვნელოვანი საკლასიფიკაციო ნიშანია. Შდრ. Jane Gary Harris, Introduction, in: Dies. (Hr.), Autobiographical Statements in Twentieth Century Russian Literature, Princeton 1990; Ulrich Schmid, Ichentwürfe. Russische Autobiographien zwischen Avakum und Gercen, Zürich 2000.

[2] ისტორიოგრაფიული ტექსტებისა და დოკუმენტების ფიქციურობაზე წერდნენ კლიფორდ გერტცი და ჰაიდენ უაითი. წინამდებარე სტატიაში ეს დისკუსია არაა დეტალურად განხილული.

[3] აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით იხ. Laura Engelstein / Stepanie Sandler (Hg.), Self and Story in Russian History, Ithaca 2000, გვერდი 3: “ადამიანები ამბებს არა მხოლოდ საკუმუნიკაციოდ ყვებიან, არამედ მისით შეიცნობენ საკუთარ თავს როგორც ადამიანურ ქმნილებას.”

[4] Niggle, Die Autobiographie

[5] Georg Witte, poröse Lebenstexte. Russische Schriftsteller-Autobiographien zwischen Klassizismus und Romantik,in: Poetica 24 (1992), H.1ß2, s.33.

[6] “ოქტომბრის რევოლუცია ჩემს შემოქმედებაზე გავლენას მოახდენდა, რადგან მან მე ჩემი “ბიოგრაფია”, პიროვნული ღირებულების განცდა  წამართვა; მე მისი მადლობელი ვარ იმის გამო, რომ ერთხელ და სამუდამოდ გააუქმა შინაგანი სამყაროს წინასწარგანსაზღვრულობა და კულტურულ შვებულებაში მიმდინარე ცხოვრება” (1929), Fritz Mierau (რედ.) Osip Mandelstam. Hufeisenfinder, Leipzig 1975, S.229

[7] იქვე, გვ.51.

[8] Alexander block. Ausgewählte Werke, Bd. 2, Berlin 1978, s. 290.

[9] Sinaida Hippius, Peterburger tagebuch, Berlin 1993, S.12.

[10] Მარინა ცვეტაევას დღიურების ისტორიის შესახებ იხ. Ბოლოთქმა Marie-Luise Bott (Gg.), Marina Zwetajewa. Auf eigenen Wegen, Frankfurt a. M. 1987, S. 245-268.

[11] Zinaida Gippius, Dnevniki, Bd.1, Moskau 1999, S.381.

[12] იხ.. Christa Ebert: Zwei Tagebücher aus der Revolution: Zinaida Gippius und Marina Cvetaeva, in: Klaus Städtke (Hg.), Dichterbild und Epochenwandel in der russischen Literatur des 20. Jahrhunderts, Bochum 1996, S. 95-115.

[13] Ralph-Rainer Wuthenow, Europäische Tagebücher. Eigenart. Formen. Entwicklung. Darmstadt 1990,S.15.

[14] Al’manach Zven’ja, 1992, vyp. 2, S. 11-173, hg. Von M. Pavlova und D.I. Zubareva.

[15] Მისი გამოქვეყნებული ტექსტები, ძირითადად, იდენტურია პეტერბურგში დაცული დღიურის ჩანაწერებისა “Sovremennye zapiski”. ბორის კოლონიცკის მიერ აღნიშნული რამდენიმე ცდომილება მხოლოდ ცალკეული პირების შეფასებას (ნკილოზ მეფე, კერენსკი,  გორკი) და გერმანელებთან დამოკიდებულებას  ეხება. Შდრ. Boris Kolonickij, A. F. Kerenskij i Mereykovskie v 1917 godu, in_ Literaturnoe obozrenie (1991), H.3, S.98-106.

[16] დღიურის ნაწილები სხვადასხვა დროს გამოსცა ტემირა პახმუსმა (Temira Pachmuss), რომელიც გიპიუსის მემკვიდრეობის დიდ ნაწილს ფლობს. ერთ წიგნად კი მოგვიანებით გამოიცა: Zinaida Gippius, Dnevniki, 2 Bde. Moskau 1999, hg. Von A. Nikoljukina.

[17] Hippius, Peterburger Tagebuch, S 11f.

[18] Gippius, Dnevnik, Bd. 1, S.383-384.

[19] Hippius, Peterburger Tagebuch, S.5

[20] Gippius, Dnevniki, Bd.2, S.495

[21] Ivan Bunin, Okajannye dni, Tula 1992, S. 26 (ეს და სხვა ციტატები სტატიაში გერმანულად ნათარგმნია ავტორის მიერ).

[22] იქვე, გვ.53.

[23] იქვე, გვ.57.

[24] იქვე, გვ.74.

[25] იქვე, გვ. 74.

[26]  შდრ. : Ustami Buninych. Dnevniki Ivana Alekseevica i Very Nikolaevnyi drugie archivnye materialz, pod redakciej Milicy Grin, 3 Bde, Frankfurt am Main 1977.

[27] Bunin, Okajannye dni, a.a. O. S. 23.

[28] იქვე, გვ.49.

[29] იქვე, გვ.50.

[30] იქვე, გვ.23.

[31] იქვე, გვ.121.

[32] იქვე, გვ.303.

[33] იქვე, 300/

[34] Zwetajewa, Auf eigenen Wegen, S.109.

[35] იქვე, გვ.44. Ხაზგასმები ირიგინალისაა.

[36] იქვე, გვ. 102.

[37] იქვე, გვ. 7.

[38] იქვე, გვ.68,

[39] ციტატა ნაშრომიდან: V. Averin / I. Davilova, Autobiograficeskaja proza A. M. Remizova, in: Aleksej Remizov, Vzvichrennaja Rus’s, Moskau 1991, S.11.

[40] იქვე, გვ.3.

[41] Golodnaja pesnja, in: Remizov,  Vzvichrennaja Rus’s

[42] Svet slova, in: იქვე, გვ. 490.

[43] Zabory, in: იქვე, გვ.492-493.

[44] იქვე, გვ.247.

[45] O mire vsego mira, in: იქვე, 252.

[46]  V derevne, in_Ebd.,S.272.

[47] Moskva, in: Ebd.,S. 317.

[48] Na darovych chlebach, in: Ebd., S. 476-477.

[49] იქვე, გვ.2016.

[50] Შდრ. Lidija Ginzburg, O psichologiceskoj proze, Moskau 1999, S. 38.

[51] Hippius, Peterburger tagebuch, S.22.

[52] Bunin, Okajannye dni, S.55.

[53] Zwetajewa,  Auf eigenen Wegen, S. 247; ხაზგასმა ორიგინალისეულია.

[54] Remizov, Vzichrebbaja Rus’, S.452.


Comments