კრისტა ებერტი - მწერლის მე vs რევოლუცია: გიპიუსის, ცვეტაევას, ბუნინისა და რემიზოვის ავტობიოგრაფიული მონათხრობი რევოლუციის შესახებ
თარგმნა ირაკლი ხვედელიძემ 1. ავტობიოგრაფიული მონათხრობი და რევოლუციული სინამდვილე განსახილველი ტექსტები, არსებითად, არ წარმოადგენს ავტობიოგრაფიას. [1] უფრო მეტად პოეტები მოგვითხრობენ რევოლუციასთან დაკავშირებული შთაბეჭდილებების შესახებ. აღნიშნულის მიუხედავად, ეს ტექსტები მაინც არაა ისტორიულ მოვლენათა რეპროდუქცია ან ქრონიკა. მათში რეფლექსიის საგანია ზემოქმედების ძალა, რომელიც განასხოვნებულ მოვლენებს აქვს მთხრობლის მეზე . ამ მეს განუყოფელი ნაწილი ისაა, რომ საკუთარ თავს პოეტებად ან მწერლებად წარმოადგენენ. ამგვარად მე , უპირველეს ყოვლისა, წარმოგვიდგება როგორც მთხრობელი მედიუმი, რომელიც გვიზიარებს საკუთარ ხედვას გარესამყაროში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ცხადია, ამ ტექსტებში წარმოდგენილია სპეციფიკური ისტორიული ნარტივი, რომელიც სუბიექტურობას, განცდილის ავთენტურობას მოჰყვება. [2] დამატებით, მე მთხრობელი საკუთარი თავის თემატიზებას ახდენს, იგი წარმოდგება (ოთხ ტექსტში სხვადასხვა ხარისხით) როგორც მოქმედი და რე...